|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასტუმრო "რჩეულის" თანამშრომლები გაიფიცნენ

ქუთაისში სასტუმრო "რჩეულის"  თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზად ხელფასის დაგვიანება სახელდება.  პრობლემის გასაშუქებლად ადგილზე მისული "ნიუპრესის" ჟურნალისტი სასტუმროს ხელმძღვანელობამ  შენობიდან გამოაძევა.
 როგორც სასტუმრო "რჩეულის" ადმინისტრატორი ნინო გოტიაშვილი აცხადებს, სასტუმროს თანამშრომლები ოთხი თვეა უხელფასოდ მუშაობენ. ისინი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.

"რამდენიმე თვეა, უხელფასოდ ვმუშაობთ. დეკემბრის შემდეგ კუთვნილი თანხა არ მიგვიღია. წერილობით გაფრთხილება მივეცით ხელმძღვანელობას, რომ  თუ თანხა არ დაირიცხებოდა,  მუშაობას შევწყვეტდით. დღეს გვაქვს გაფიცვა. ერთ-ერთი ხელმძღვანელი  დაგვემუქრა, თუ არ აღადგენთ მუშობას,  პოლიციის ძალით გაგაძევებთ სამსახურიდანო",- განაცხადა სასტუმროს ადმინისტრატორმა "ნიუპრესთან" საუბარში.
სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი მაია რჩეულიშვილია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა