|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისთვის 1 400 000 ლარია გამოყოფილი

წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება შენობის გარე ფასადის განახლების, სახურავის გამოცვლის, შემინვის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 400 000 ლარია გამოყოფილია.
 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მამუკა მატარაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 268 ათასი ლარი ხმარდება შიდა სარემონტო სამუშაოებს, ნულოვან სართულზე განთავსებული საპირფარეშოებისა და სველი წერტილებს მოწესრიგებას, ასევე მოწესარიგდება
გარე კანალიზაციის ქსელი.
წყალტუბოს საკონცერტო დარბაზი საქართველოში სიდიდით მეორე ადგილზეა. ის ამ მხრივ მხოლოდ  ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ჩამორჩება.

წყალტუბოს რეაბილიტაცია  რეგიონული განვითარების პროგრამაში სამცხე-ჯავახეთთან, მცხეთა-მთიანეთთან, ბაკურიანთან და გუდაურთან ერთად პრიორიტეტულ პროექტს წარმოადგენს. ეკონომიკის სამინისტრო რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ინვესტიციის სახით 355-485 მილიონ დოლარს ჩადებს. 2021 წლიდან 3-6 წლის განმავლობაში კი ინვესტირების მეორე ეტაპი დაიწყება, რომლისთვისაც 265-380 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა