|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ისტორიულ ძეგლებს იერსახე მეტწილად შეცვლილი აქვს"

"ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახეები"- ასე ჰქვია პროექტს, რომლის დახურვის ღონისძიებაც ქუთაისში გაიმართა.
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ მუზემში ქუთაისში არსებული  კულტურული მემკვიდრეობის შენობების ამსახველი 20 ძველი და 20 ახალი ფოტო გამოფინეს. 
ძველი შენობების ახალი იერსახე ფოტოებზე ფოტოგრაფმა არჩილ გეგენავამ ასახა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო "ბაგრატის ტაძრის", "ოპერის თეატრის", "სინაგოგის", "ტელე, კინო, მატიანის მუზეუმის", "მესამე სკოლის" ამსახველი ძველი და ახალი ფოტოები. 
პროექტის მიზანია მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არსებული შენობების სახეცვლილების წარმოჩენა და პრობლემის აქტუალიზაცია. პროექტისთვის ქუთაისის გარდა 3 ქალაქი იყო შერჩეული: თელავი, გორი და ბათუმი, სადაც ასევე მოეწყო მსგავსი გამოფენები.  წარმოდგენილ ფოტოებზე შენობებს მეტწილად თავდაპირველი იერსახე
აქვთ შენარჩუნებული.
 "ქუთაისში კიდევ მრავალი ისტორიული ძეგლია, მაგრამ ამ 20-ის შერჩევა, მოხდა იქედან გამომდინარე, რომ მოიპოვებოდა მათი თავდაპირველი სახის ამსახველი ფოტოები. ჯამში, პროექტის ფარგლებში, 400-ზე მეტი ფოტოა, რომელიც განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე და ყველას შეეძლება მისი ნახვა", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ირინა ქართველიშვილმა. 

პროექტის დახურვას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. "მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყო. მისასალმებელია თუ მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთნ დაკავშირებით, შესაძლებლობის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სააგენტოსთნ ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად ჩავერთოთ, ასევე ჩვენ ვგეგმავთ წელიწადში 2-3 შენობის რეაბილიტაციას, პრიორიტეტი კი მიენიჭება იმას, რომელიც უფრო სავალალო მდგომარეობაშია",- განაცხადა მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ვაჟა ჯუღელმა. 
არასათავრობო სექტორის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ქუთაისში ისტორიულ ძეგლებს მეტწილად იერსახე  შეცვლილი აქვს და ეს საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს. "ის, რაც აქ არის წამოდგენლი მნიშვნელოვანია, თუმცა ახალი სახეები, ზოგადად, შორს დგას ძველისგან, ჩვენ შეხვედრა გვქონდა მაისში მერთან და იქაც აღვნიშნეთ, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კულტურულ მემკვიდრეობას, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია და არ დაიკარგოს შენობების  თავდაპირველი სახე", - განაცხადა "საიას" იურისტმა ნოდარ ჯიქიამ. 
პროექტი: "ძველი ქალაქის თანამედროვე იერსახეები" საერთაშორისო ორგანიზაციის "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალფეროვანი დემოკრატიისთვის" საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა