|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, საგამოცდო ცენტრებში 52 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდები დღეს დასრულდა. საგანში გამოცდა ორ ეტაპად, გუშინ და დღეს ტარდებოდა. პირველ სესიაზე ქვეყნის მასშტაბით დაგვიანების 2 შემთხვევა, ფოთსა და თბილისში დაფიქსირდა. მეორე სესიის სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია: რეგისტრაცია გაიარა 9243-მა აბიტურიენტმა, გამოცდაზე არ გამოცხადდა 270, დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს საგამოცდო პროცესიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა. 

რაც შეეხება ქუთაისში საგამოცდო ცენტრებში არსებულ ვითარებას. აქ, დღეს, საერთო ჯამში, რეგისტრაცია 2640-მა აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდაზე არ გამოცხადდა 52. 
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები საჯარო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება, ხოლო შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. 
ორშაბათს აბიტურიენტები მეორე სავალდებულო გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა