|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "მედიატორს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

"მედიატორის"  განცხადებას, რომ მაღალი თანამდებობის პირები  ბიუჯეტის ხარჯზე კომფორტს იწყობენ, მერია განცხადებით გამოეხმაურა და ორგანიზაცია "სიცრუის ტირაჟირებაში" დაადანაშაულა.  მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ააიპ ,,სპეციალური სერვისები“-ავტომობილებს ინსპექტირების ჯგუფისთვის ყიდულობს. მათი საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ შეუძლებელია მათ ავტომობილის გარეშე უზრუნველყონ შესაბამისის სერვისები.

,,სპეციალურ სერვისებსდამტკიცებული აქვს ბიუჯეტი და ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაეზარდა ფუნქციები: ქალაქის დაგვა-დასუფთავება, სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები ,ასევე ხეების გადაბელვა, რაც  წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. ხდება გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების მონტაჟი. აგვისტოს თვეში ქალაქის ძირითადი ქუჩები სტანდარტების მიხედვით დაიხაზება და მოწესრიგდება.
უპატრონო ცხოველების მართვა - აღნიშნული ფუნქცია "სპეციალური სერვისებს" 2015 წლის აგვისტოდან გადაეცემა. უკვე დაწყებულია შესაბამისი თავშესაფრის მოძიება/მოწყობა და ავტომობილებისა და ხელსაწყოების შეძენა, რაცაც ინსტექტირება და შესაბამისი ავტომობილები სჭირდება",–ნათქვამია განცხადებაში. სადაც ასევე  ვკითხულობთ, რომ 3 ახალი ავტომობილის შეძენა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მეორადი ავტომობილების ექსპლუატაცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა