|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს მხოლოდ ორი ქალი იჭერს

გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალთა როლი კვლავ დაბალია. დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მართვაში ქალთა როლის შესასწავლად  „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ კვლევა ჩაატარა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამთა კახიძემ აღნიშნა, 37 მუნუციპალიტეტიდან  მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში(ოზურგეთსა და ხარაგაულში) არის საკრებულოს თავმჯდომარე ქალი, სამგან კი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.  ოცდაჩვიდმეტივე მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი  მამაკაცია. 1086 მანდატიდან კი მხოლოდ 134 მანდატი მიიღეს ქალებმა. ორგანიზაცია ხელისუფლებას რეგულაციების შემოღებასა და ქალთა როლის გაზრდისკენ მოუწდებს.

„გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ნაკლებად არიან ქალები წარმოდგენილი, 37 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 134 მანდატი მოიპოვეს.  მოვუწოდებთ ხელისუფლებას შემოიღოს რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში ქალების გააქტიურებას“,–განაცხადა თათმა კახიძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი