|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნამოხვანჰესის" მშენებლობის აქტიური შესწავლა მიმდინარეობს

 "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალმა მორიგი, ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრა გამართა. "საიამ" იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიაზაციებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნოდარ ჯიქიას განცხადებით, სამოქმედო თვის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, ამასთან ერთად აქტიურად დაიწყო "ნამოხვანჰესის" მშენებლობის საკითხის შესწავლა.

"ივლისის თვეში ბევრი აქტივობა განხორციელდა, როგორც ჩვენთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან მიმართებაში. გვაქვს სიახლე, ჩვენთან თანამშრომლობს ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე, რომელთანაც შედგა სამთვიანი სამოქმედო გეგმა. ასევე გვქონდა წარმატებული საადვოკატო საქმიანობები. აქტიურად დაიწყო სამუშაოები "ნამოხვანჰესის" საკითხის შესასწავლად. ჩვენ პერმანენტულად გავალთ ადგილზე, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჰესის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანია საკუთრების დაცვის საკითხი.

ჩვენს მიერ მოეწყო გარემოზე ზემოქმედების საკითხების განხილვა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში",–განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.

"საია" მთელი ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს და დაინტერესებული პირები ყველა არსებული სერვისით სარგებლობას შეძლებენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა