|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" ტერიტორიებს ჩინელებსა და ებრაელებზე ასხვისებდნენ"–საკრებულოს დეპუტატი

ქუთაისის საკრებულოს რიგით მეთორმეტე სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის  ყოფილი "კინო საქართველოს" შენობის მეპატრონისათვის მიმდებარე ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემაც იყო. საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა თენგიზ აბესაძისათვის შენობის მიმდებარე ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის საკითხს.

 ბიზნესმენ აბესაძეს შესაძლებლობა  ეძლევა აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკირებისათვის საჭირო ადგილები მოაწყოს, სადაც მოქალაქეებისათვის დღის განმავლობაში  სამი საათის განმავლობაში  ავტომანქანის  გაჩერება უფასო იქნება.

საკითხს დეპუტატთა შორის უკმაყოფილება მოყვა. უმრავლესობის ოპონენტები საკითხის უკეთ შესწავლას მოითხოვდნენ. რასაც საკრებულოს  უმრავლესობიდან ვიქტორ დოლიძემ უპასუხა.

"წინა ხელისუფლება ჩინელებსა და ებრაელებზე ასხვისებდა უზარმაზარ ტერიტორიებს, დიდი ამბავი თუ ქუთაისელ კაცს მივცემთ ფართს",–განაცხადა დოლიძემ.

თენგიზ აბესაძეს ტერიტორიაში წლიურად 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა  "ნიუპრესის" კითხვაზე, რატომ დაუშვა მერიამ გამონაკლისი კერძო პარკირების მოსაწყობად, ქალაქის მერმა გვიპასუხა, რომ აღნიშნული პიროვნება ქალაქში სოლიდურ ინვესტიციას ანხორციელებს.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ პარკირება, არამედ სკვერიც მოეწყობა, რაშიც ამ ადამიანმა რამდენიმე ათეული ათასი უნდა დახარჯოს. ამასთან ერთად ბიუჯეტში 10 000 ლარი უნდა შემოიტანოს. თუ ვინმე იქნება ისეთი, ვინც ექვს კინო დარბაზს გააკეთებს ქუთაისში და ამხელა ინვესტიციას განახორციელებს, მაშინ მე ვიქნები პირველი, ვინც გვერდით დაუდგება მას. ყველანი ველოდებით ქალაქში კინოს გახსნას, რაც ამ ადამიანმა გააკეთა. უფასოდაც უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ კანონი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას",–განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა