|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
ამ დრომდე გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 
გიორგი მღებრიშვილმა  კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2014 წლიდან დღემდე იგი იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს. 
რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მინისტრად კახა კახიშვილი დაინიშნა. კახიშვილი როგორც  არასამთავრობო სექტორში ასევე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, იყო პროკუტარურაში, იუსტიციის სამინისტროსა და 2014 წლიდან სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა