|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 აგვისტოდან ქუთაისში, ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები მოეწყობა

მათთვის, ვინც ზაფხულის ამ ცხელი დღეების განმავლობაში ვერ შეძლო ქალაქიდან გასვლა, 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, "მონ პლეზირის თაღთან", სადაც მდებარეობდა ქუთაისის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი, ტრადიციულად გელით კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ. წარმოდგენილი იქნება ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივა. ამ დიად იტალიელს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ მისტიფიკატორსა და გამომგონებელს კინოს ისტორიის განმავლობაში, წელს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება და თუ შეიძლება სიტყვაკინემატოგრაფსრაიმე სინონიმი ქონდეს, ეს აუცილებლად ფელინის სახელი იქნებოდა.

კინოჩვენებების პროგრამა: 10 აგვისტო - „გზა“ 11 აგვისტო - „ტკბილი ცხოვრება“ 12 აგვისტო - „კაბირიას ღამეები“ 13 აგვისტო - „81/2“ 14 აგვისტო - „ამარკორდიყველა სეანსი დაიწყება 21:00 საათზე. გახსნისას კი მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელის - ფელინის კინოსამყაროს ამსახველი მცირე პერფომანსი! დასწრება, რა თქმა უნდა, უფასოა!

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი