|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატრული მძღოლებს უკანონოდ აჯარიმებს"(ვიდეო)

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ საპატრულო პოლიციის შენობასთან აქცია გამართა . წულაია საპატრულო პოლიციას მძღოლების უკანონოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პატრული სრულიად ფხიზელ ადამიანებს აჯარიმებს. "მე თავად გადავეყარე შემთხვევას, როდესც ჩემი ახლობელი პატრულს სიფხიზლეს ვერ უმტკიცებდა.  მიუხედავად, დამხმარე ეკიმპაჟის გამოძახებისა, მას მაინც დააბრალეს სიმთვრალე და ჩამოართვეს ავტომობილის მართვის უფლება. ჩვენ მივედით ექსპერტიზის ბიუროში და მივიღეთ გამამართლებელი განაჩენი. ექსპერტიზის შედეგად ამ ადამიანს 0,00 ‰ აღმოაჩნდა, არა თუ ალკოჰოლი, ძმრიანი სალათაც არ ჰქონია ნაჭამი. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა და აღმოვაჩინე, რომ ივლისის თვეში, ქუთაისში პატრულის მიერ დაჯარიმებული 100 ადამიანი გამართლდა. ეს არის ძალადობა, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიას არ აქვს 31 ლარი, რომ თავისი სიმართლე ექსპერტიზით დაამტკიცოს. არ ვიცი ეს ზუსტად რისი ბრალია აპარატურის გაუმართაობის,თუ ზევიდან მოდის დავალება, რაც შეიძლება მეტი ადამიანები დააჯარიმონ და ამითი გამათხოვრებული ბიუჯეტი შეავსონ",-განაცხადა წულაიამ. გოგი წულაია ობუდსმენს ფაქტების მოკვლევისა და ადამიანებზე ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა