|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურისტული რუკები განთავსდება

ქუთაისში ტურისტული რუკები უნდა განთავსდეს, ამის შესახებ ტურისტულ სააგენტოებთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პანტელეიმონ კლდიაშვილმა განაცხადა.

ქუთაისში ამ ეტაპზე  10 რუკა უნდა განთავსდეს: "9 რუკა ქალაქის აქტიურ ზონაში,  ქალაქის ცენტრში, სადგურებზე,  მეათე  კი აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსდება. რუკის პირველ მხარეზე დატანილი იქნება ინფორმაცია ტურისტული მარშრუტის შესახებ, ხოლო მეორე მხარეზე  ტურისტული ადგილების ტოპ ათეული აღინიშნება", -განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

თუ რომელი ადგილები მოხვდება  ტურისტული ადგილების ტოპ ათეულში, ჯერჯერობით განხილვის საკითხია.

ავტორი: ანა ჯიქია