|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ქუთაისის გარე უბანში მოხდა. ბავშვი მრავალსართულიანი კორპუსის მე-5-ე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი მშობლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას შენობის მეხუთე სართულზე ბავშვმა ხელით  ლიფტის კარების გაღება სცადა,  ამ დროს ის შახტაში ჩავარდა. მშობლებმა მისი დახმარება ვერ მოასწრეს. დაშავებული ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს სამი ნეკნი აქვს გატეხილი და დაჟეჟილობა აღენიშნება. მის   სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა