|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდის შემდეგ "რუსთავი2"-ის კონცერტი ქუთაისში გაიმართება

ზუგდიდის შემდეგ "რუსთავი2"-ის კონცერტი ქუთაისში გაიმართება. ტელეომპანიის კონცერტი ქუთაისში გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო, თუმცა ადგილობრივ მთავრობასთან რიგი პრობლემების გამო კონცერტის გამართვა გადაიდო.

დღეს გორის, ფოთისა და ბათუმის შემდეგ "რუსთავი2" კონცერტს ზუგდიდში მართავს. გრანდიოზული კონცერტი ქალაქის ცენტრში, ე.წ. ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი სპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

რომელ რიცხვში გაიმართება "რუსთავი2"-ის კონცერტი ქუთაისში  ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული.  ცნობილია ის, რომ ზუგდიდის შემდგეგ "რუსთავი2" ქუთაისს ეწვევა. 

ავტორი: ანა ჯიქია