|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერაში კონკურსები სექტემბრის ბოლოს ჩატარდება

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაანონსებული რეორგანიზაცია და კონკურსი ამ დრომდე არ ჩატარებულა. ამის მიზეზადაც ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინე ლომინაძემ კონკურსის ჩატარების ვადები დაასახელა. მისი განმარტებით, არსებული კანონით, კონკურსი დაანონსებიდან სამ თვეში უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ვადა კი სექტემბრის ბოლოს სრულდება.

ერთ–ერთ მიზეზად  შვებულება დასახელდა. როგორც ირინა ლომინაძემ "ნიუპრესს" განუმარტა,  სოლისტები და გუნდის მომღერლები ზაფხულში ისვენებენ, შესაბამისად, მათი ხმები მოდუნებულია. სექტემბერში კი ოპერის თანამშრომლები  კონკურსისათვის მომზადებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპერაში კონკურსი ორ ეტაპად, გუნდის მომღერლებსა და სოლისტებს ჩაუტარდებათ.

სამხატვრო ხელმძღვანელი,  რეორგანიზაციის საჭიროებას გაბერილი შტატებით და არასათანადო ხელფასებით ხსნის.

თეატრის შემოქმედებით ნაწილში 160 თანამშრომელი ირიცხება, ადმინისტრაციაში კი 100.  ოპერის თეატრის ბიუჯეტი 900 000 ლარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა