|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ა(ა)იპ"სპეციალური სერვისების" სამსახურმა ახალი ფუნქცია შეითავსა

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების"  სამსახურმა ახალი ფუნქცია შეითავსა. ამიერიდან დასუფთავების  ა(ა)იპი გზების დახაზვას და ბეტონზე საგზაო ნიშნების მოწესრიგებას უზრუნველყოფს. აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად დასუფთავების სამსახურმა სპეციალური დანადგარი სახელწოდებით "ლაინო ლაზერი" შეისყიდა.

ქუთაისის დასუფთავების სამსახურს ტენდერში გამარჯვებული შპს "ბრექსი" ესტუმრა  და ტექნკის მოხმარებასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარა. სწავლება ბელგიელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.
"ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რის შედეგადაც შეძენილი იქნა სპეციალური ტექნიკა, რომელის საშუალებითაც  ჩვენს ქალაქში გზების გამყოფი ზოლების დახაზვა მოხდება. ჩვენს თანამშრომლებს ბელგიელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს "მასტერკლასი" , - განაცხადა (ა)იპი "სპეციალური სერვისების" სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ  ჭავჭანიძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა