|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს აკაკი ბობოხიძე?

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად საპარლამენტო უმცირესობის წევრის, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.

ბობოხიძე 1964 წელს ხონის რაიონში დაიბადა. ჰყავს მეუღლე ნანა გოდერძიშვილი და შვილები ირაკლი და მაგდა ბობოხიძეები. მისი ქონება 2012 წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

აკაკი ბობოხიძის სახელზეა რეგისტრირებული 80. 00 კვ,მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, ასევე  ვაშლიჯვარში  230.00 კვ. ფართობის საცხოვრებელი სახლი, გურამიშვილის ქუჩაზე კი  70.00 კვ. ფართობის სახლი. მისსავე სახელზეა  ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე არსებული  2000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 120.000 კვ.მ. ფართობის სასოფლო სასოფლო სამეურეო მიწის ნაკვეთი თბილისში, მუხათწყაროში.

ბობოხიძის მეუღლის ნანა გოდერძიშვილის სახელზეა 350.000 ფართობის  საცხოვრებელი სახლი და 450000.00 კვ.მ და 1200.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოში.

ოჯახს ჰყავს მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა. არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ამ წლის მონაცემებით, აკაკი ბობოხიძეს  ,,თიბისი ბანკში 1000.00 ლარი ერიცხება, "ბაზისბანკში" 100.00 ლარი, ბანკი "რესპუბლიკა" მიმდინარე ანგარიში 488.00 ლარი, ამავე ბანკში დეპოზიტზე  18155.00 აშშ დოლარი.

დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახლით ბობოხიძემ 11000.00 დოლარი დააფიქსირა.

სამუშოს ანაზღაურების სახით კი 65393.00 ლარი მიიღო. სასოფლო პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსავლის სახით 28000.00 ლარი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა