|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პირველი პირები ხორვატიასა და უნგრეთში იმყოფებოდნენ

 ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ევროპის  ქალაქებში სომბათჰეისა და ოპატიაში იმყოფებოდნენ.  როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური იტყობინება, მათ ადგილობრივ თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებთან განიხილეს ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის საკითხები, ასევე გაიმართა საქმიანი შეხვედრა უნგრეთის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ინიციატორი უნგრული მხარე იყო, რომელიც საქართველოში დარგობრივი ბაზრით დაინტერესებას გამოხატავს და საქმიანი ვიზიტით შეხვედრების შემდეგი რაუნდის გამართვას მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში გეგმავს.

 

დამეგობრებულ ქალაქ სომბათჰეიში ქართულმა დელეგაციამ ქალაქის დღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე ქართული ეროვნული ცეკვებით ქუთაისის ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი წარსდგა, რამაც დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებაში საქართველოს მიმართ მძაფრი ინტერესი გამოიწვია“, - ნათქვამია მერიის პრესასმსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალაქ ოპატიაში  გამართულ შეხვედრებზე  კი ძირითადი ყურადღება ტურიზმს (მათ შორის ბალნეოლოგიურ ტურიზმს) და ამ სფეროში როგორც გამოცდილების ურთიერთგაზიარების, ასევე ტურისტული ნაკადების გაზრდის შესაძლებლობების განხილვას დაეთმო.

 შეხვედრებზე  ასევე გადაწყდა, რომ რომ უნგრეთის მოზარდ წყალბურთელთა გუნდი ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ქუთაისში ,,ქუთაისის თასი”-ს ტრადიციულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვა.

ვიზიტი 25 აგვისტოს დაიწოდა 31 აგვისტოს დასრულდა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა