|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს გამგეობაში კონკურსში ჩაჭრილი ადამიანები დაასაქმეს?

მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი"  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურში აიყვანეს პიროვნებები, რომლებმაც ტესტირებაში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი. როგორც ორგანიზაციის წარმოამდგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ჩაჭრილები, მათი აყვანა სამსახურში მაინც მოხდა მოწვეული სპეციალისტების სახით.

"სოფო გიორგიძე ,ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის თანამშრომელი. ყოველთვიური ანაზღაურება - 650 ლარი. მან ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სოსო კუჭავა, წყალტუბოს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი(ყოფილი მაჟორიტარი), ჩაჭრილი. ელენე ტუხაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი ჩაჭრილი. ასევე, კიაზო იობიძე- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი . წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელმაც გამოცდებში 60-დან 37 ქულა აიღო. ამავე გამოცდებში დავით ხიდაშელმა 60 -დან 54 ქულით, საკმაოზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ სამსახურში აიყვანეს ჩაჭრილი კიაზო იობიძე. აქ  აშკარად ჩანს პარტიული ინტერესები.  "მონიტორინგის ცენტრი -მედიატორი " მოითხოვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ განმარტოს, რა ნიშნით შეარჩია და დანიშნა ტესტირებაში ჩაჭრილი პირები, როცა იგივე კონკურსში მონაწილე უფრო მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები, მაგალითად დავით ხიდაშელი დარჩა უმუშევარი და მის ნაცვლად დაასაქმეს კიაზო იობიძე, რომელმაც ბევრად ნაკლები შეფასება მიიღო?!"–აღნიშნავს "მედიატორის" ქუთაისის წარმომადგებელი მარიამ შარაშენიძე.

"ნიუპრესი" წყალტუბოს მინიციპალიტეტიდან პასუხს  მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა