|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგა-ბაღების თანამშრომლები გასაუბრებას დღეს დაასრულებენ

ბაგა-ბაღების თანამშრომლები ატესტაციის მეორე ეტაპს - გასაუბრებას ასრულებენ. გასაუბრებიდან გამოსული ატესტანტების თქმით, პროცესი მშვიდად მიმდიანრეობს და ზოგადი კითხვებით შემოიფარგლებიან: “კომისიის წევრების დამოკიდებულება არის საქმიანი და კეთილგანწყობილი. ვთვლი, რომ წარმატებით გავიარე ეს ეტაპი. კითხვები ძირითადად შეეხებოდა ჩემს მიერ განვლილ გზას და რა ფუნქცია და მოვალებობა მაქვს“, - განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ.
ატესტაციის პირველი ეტაპი, ბაღების ადმინისტრაციის 22-მა თანამშრომელმა, ყოფილი ფილიალების 25-მა თანამშრომელმა და სხვა ააიპებიდან 11-მა თანამშრომელმა გაიარა: “ბარიერი იყო 65 პროცენტი. ზღვარი 16-მა ატესტანტმა ვერ გადალახა. დღეს გასაუბრების პროცესს ადმინისტრაციის თანამშრომლები გადიან. ფილიალების ხელმძღვანელები გასაუბრების ეტაპს გაერთიანების შიგნით გაივლიან. გასაუბრების დროს და კომისიის შემადგენლობას  გაერთიანებისის ხელმძღვანელი გამოაცხადებს“, - განაცხადა საატესტაციო კომიისის წევრმა გენადი კუჭუხიძემ.

 

 

 

  





ავტორი: ანა ჯიქია