|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები მთავრობისაგან დაპირების შესრულებას ითხოვენ

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტარებთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს. იპოთეკით დაზარალებულები მთავრობისაგან დაპირების შესრულებას, გრძელვადიან, დაბალპროცენტიან  სესხებს  ითხოვენ. მას შემდეგ კი, რაც მათთან შესახვედრად უმრავლესობის დეპუტატები არ გამოვიდნენ, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. „პირველი მოსმენით გამოვიდა კანონი, რომ მხოლოდ სასამართლოს წესით მომხდარიყო გამოსახლება. გაირკვა, რომ დეკემბრის თვემდე არ იქნება ეს კანონი. დეკემბრის თვემდე ვისაც ემუქრება გამოსახლება, ბავშვებით და მოხუცებით ქუჩაში დარჩებიან“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

  მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  იპოთეკით დაზარალებულები  აქციებს კვლავ გამართავენ.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა