|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერები: კოღოს ლუდის მოყვარულთა სისხლი იზიდავს

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოღო უპირატესობას ანიჭებს ლუდის მოყვარული ადამიანის სისხლს.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ საკმარისია ნახევარი ლიტრი ლუდის დალევა და სისხლისმწოველი კოღოები აღარ მოგეშვებიან. საქმე ისაა, რომ მათ ძალიან იზიდავს ეთანოლის ანუ სპირტის სუნი.

მეცნიერებმა გარდა ალკოჰოლისა დაადგინეს კოღოების „სიყვარულის“ კიდევ რამდენიმე გასაკვირი მიზეზი.

კოღოები უპირატესობას ანიჭებენ პირველი ჯგუფის სისხლს. ადამიანების უმეტესობა გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც საშუალებას აძლევს მწერებს, სანამ უკბენენ მას, დადგინოს მისი სისხლის ჯგუფი.

ლუდის მოყვარულებ -თუ გინდათ რომ მშვიდად გეძინოთ, ღამე ნუ მიირთმევთ ლუდს.

სანამ ფეხებს არ დაიბანთ არ გაიხადოთ წინდები. ფეხების სუნი, როგორც ჩანს ძალიან იზიდავს კოღოებს. ეს თავის თავზე გამოსცადა მეცნიერმა ბარტ კნოლსმა, რომელიც არკვევდა, თუ სხეულის რომელი ნაწილი უყვართ სისხლისმწოველ მწერებს. ამისთვის იგი ლაბორატორიაში საცვლის ამარა იჯდა და აღმოაჩინა, რომ კოღოები გამორჩეულად ფეხებზე კბენდნენ, ხოლო როცა მან სასწრაფოდ დაიბანა ფეხები, კბენა მთელს სხეულზე გადანაწილდა. მისმა გუნდის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ სუნიანი ყველიც ძალიან იზიდავს.

უყვართ ორსულები - რატომ ხდება ეს? მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რადგან ორსულები 21 პროცენტით მეტ ნახშირბადის დიოქსიდს ამოისუნთქავენ, სავარაუდოდ მწერებს ეს იზიდავს. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ორსული ქალების მუცელი თითქმის 1 გრადუსით თბილია, რამაც ასევე შეიძლება მათი მიზიდულობა გამოიწვიოს.

ისევე როგორც ყველა ვამპირს მათაც ურჩევნიათ მუქი ტანსაცმელი . ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ასე დაყვეს ფერები მწერების მიზიდულობის მიხედვით: შავი -ყველაზე მიმზიდველი, წითელი - ძალიან მიმზიდველი, ნაცრისფერი და ლურჯი -ნეიტრალური; ღია ხაკი, მწვანე, და ყვითელი - ნაკლებად მიმზიდველი.

/fedpost.ru/

"info9"


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა