|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა მუსლიმანი ქალები ერაყში, ბოევიკების "სექსუალური კომფორტისთვის" "სექს-ჯიჰადზე" მიდიან

ახალგაზრდა მაჰმადიანი ქალები - ავსტრალიიდან, მალაიზიიდან და ასევე დიდი ბრიტანეთიდან, სირიასა და ერაყში მიემგზავრებიან. ისინი მიდიან არა საბრძოლველად არამედ "სექს-ჯიჰადზე" - უზრუნველყონ ჯიჰადისტების "სექსუალური კომფორტი" და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გაამხნევონ მორალურად.

გაზეთის The Malaysian Insider ცნობით, რამდენიმე მალაიზიელი, ავსტრალიელი და ბრიტანელი 30 დან 50 წლამდე ასაკის ქალი, "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ მოტივით უკვე იმყოფებოდა.

2014 წლის ივნისში "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების განკარგულების მიხედვით, როგორც მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახურია სავალდებულო, ასევე გაუთხოვარი მუსლიმანი ქალების მოვალეობაა ბოევიკების სექსუალური გამხნევება.

ბრიტანეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ასეულ ბრიტანელ მუსულმან ქალს, რომლებიც ჯიჰადისტების მხარეზე იბრძვიან, ხელში იარაღი ნამდვილად არ უჭირავთ.

ცნება "სექს-ჯიჰადი" ("ჯიჰად ალ-ნიკახ") ცოტა ხნის წინ გაჩნდა - როდესაც 2013 წელს, ექსტრემისტების ლიდერებმა მოუწოდეს სუნიტ გოგონებს ჩამოსულიყვნენ სირიაში, რათა ინტიმური მომსახურების მეშვეობით გაემხნევებინათ მეამბოხეები, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

წყარო: newsru.com

info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა