|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცოლი გამოსაცდელი ვადით"-ხევსურთა დაუჯერებელი ტრადიციები

ქართველებმა წინაპრებისგან ბევრი ტრადიცია შემოვინახეთ. ბევრიც ისეთი წეს-ჩვეულება მიეცა დავიწყებას, დღეს შეიძლება ვერც დავიჯეროთ, რომ როდესმე ქართველთა ცხოვრების წესი ასეთი იყო.
დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა თავის წერილებში მთიელთა წეს-ჩვეულებებს ხშირად მოიხსენიებდა. როგორ ქორწინდებოდნენ ხევსურები? ვაჟას თუ დავესესხებით, მათი ქორწინების წესი საკვირველი იყო, რადგან ხევსურს ცოლი გამოსაცდელი ვადით მოჰყავდა. 
"ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველების წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის. ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და  შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად".
იხ. სრულად: mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი