|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარმატებული თეატრის უბინაო რეალობა

უთაისის ახალგაზრდული თეატრი  25  წლის შემოქმედებითი ისტორიის მქონეა. მის აქტივში  50-მდე პრემიერა, წარმატებით მოვლილი საქართველოს ყველა კუთხე და მსოფლიოს 40- მდე ქვეყანა ირიცხება. დნეპროპეტროვსკი - კიევი - ჟიტომირი - დნეპროდერჟინსკი - უკრაინის, დენიზლი - ორდუ - ანტალია - სტამბული - თურქეთის, ბაქო - აზერბაიჯანის, რუანი - საფრანგეთის, ჟირონა - ესპანეთის, რეზეკნე - ლატვიის, კელმე - ლიტვის, სანტო დომინგო - დომინიკის რესპუბლიკის, ხართუმი - სუდანის რესპუბლიკის, კორბახი - პადერბორნი - გერმანია. ეს ის ქვეყნებია,  სადაც თეატრმა თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო და წარმატება მოიპოვა.

„ნიუპრესიდაინტერესდა, თუ რა ხდება თეატრში და როგორია მისი ცხოვრება დღეს, ამის გასაგებად მის ხელმძღვანელს ზურაბ ფხაკაძეს ვესტუმრეთ.

-როდის დაარსდა და რამდენი წევრისგან შედგება ახალგაზრდული თეატრი?

- ახალგაზრდული თეატრი 1991 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ვართ რაოდენობრივად. რადგანაც ჩვენ არ გაგვაჩნია შენობა, ამიტომ მიუხედავად სურვილისა, ვერ ვახერხებთ მივიღოთ თეატრში მუშაობის მსურველები.

-მიმართეთ თუ არა ქუთაისის მერიას ამ პრობლემასთან  დაკავშირებით და რა გამოხმაურება მიიღეთ მათგან?

- მერიას არაერთხელ მივმართეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არის გარკვეული  დაპირებები.

-ცნობილია, რომ თეატრი ხშირად გადის გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყანაში. სად  იყავით ამ წლების განმავლობაში და რა სახის ჯილდოები მიიღეთ?

- ძალიან ბევრ ადგილზე ვართ ნამყოფი, ალბათ 40 ქვეყანაზე მეტი იქნება.  რაც შეეხება ჩვენს ტურნეებს,  ძალიან კარგი სახელი აქვს ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს. გვიცნობენ  როგორც ევროპაში,  ასევე ლათინოამერიკასა და აფრიკაში. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა ჩვენის სპექტაკლების.

- რა სახსრებით მოძრაობთ,  ვინ აფინანსებს ახალგაზრდულ თეატრს?

- გავქვს დამხარება ქუთაისის მერიისგანაც და კულტურის სამინისტროსგანაც, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც საკუთარი სახსრებით ვმოძრაობთ.

 -ყოფილხართ თუ არა გასტროლზე, რუსეთის ფედერაციაში და გქონიათ თუ არა მოწვევა მათგან?

 -რუსეთიდან მიწვევა არასოდეს მოგვსვლია და სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არც მე ვთვლიდი საჭიროდ ამ ქვეყანაში გასტროლით წასვლას. თუმცა, მე მგონი, დადგა დრო, რომ იქეთაც გავიდეთ. პოლიტიკა და კულტურა ეს ორი სხვადასხვა სფეროა და ჩემთვის სრულიად მიუღებელია ამ ორის ერთმანეთში არევა.

-რომელ ჟანრში მოღვაწეობს ახალგაზრდული თეატრი?

 -ჩვენ ვართ გადასული უსიტყვო სპექტაკლებზე, ჟანრობრივად, ეს არის მიმოდრამა. ეს არის ახალი ჟანრი და ძალიან უკვირთ სხვა ქვეყნებში, რადგანაც ჩვენდა გასაკვირად, იქ მიმოდრამა დამკვიდრებული არ არის. მსგავსი სახის სპექტაკლების მეშვეობით ჩვენსა და მაყურებელს შორის ბარიერი მოხსნილია.

-რამდენად ინტერესდება დღევანდელი ახალგაზრდობა თეატრით? 

-თეატრით ძალიან ბევრია დაინტერესებული, თუმცა ყველა ფიქრობს, რომ აქ მოსახვედრად საჭიროა  მსახიობის დიპლომი. მე, პირადად, სულაც არ ვთვლი, იმისათვის,  რომ იყო წარმატებული მსახიობი  და ითამაშო კარგ სპექტაკლებში  აუცილებელია  თეატრალური განათლება. მსახიობისთვის ყოველი დადგმული სპექტაკლი ერთ კურსად შეიძლება ჩაითვალოს. ადამიანს,  მთავარია, დაბადებიდან ქონდეს ამის ნიჭი.

-როგორ შეაფასებთ თქვენს ბოლოდროინდელ საქმიანობას?

- გასულ წელს რამდენიმეჯერ ვიყავით გასტროლზე, რომელიც ქალაქ ქუთაისის მერიამ დაგვიფინანსა, თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღების დათმობაა საჭირო ხელოვნებისთვის.


 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა