|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური შემწეობა მრავალშვილიან ოჯახებში და სოციალური დაცვის ახალი სისტემა

 

ოთახში, სადაც სივიწროვის გამო მხოლოდ მაგიდა და საწოლი ეტევა, ხათუნა მარგიანი 6 შვილს ზრდის. ოთახი თბილისის რკინიგზის ყოფილი სამშობიაროს ერთ-ერთი ყოფილი პალატაა. შესასვლელში შეშის ღუმელი დგას, არ ანთია. ხათუნას თქმით, ღუმელი მხოლოდ ღამით ინთება, რომ შეშა დიდხანს იკმარონ. შენობაში განათება არ არის. შესახლებულ ოჯახებს შუქი გარეგანათების ხარჯზე აქვთ, მერია კი გასათბობად ელექტროღუმელის გამოყენებას უკრძალავთ:  „ნეტავ, გაზი გვქონდეს, ანპლიტებისხმარება შეგვეძლოს და გადასახადს გადავიხდიდი. ასე, ერთმეშოკშეშაში 7 ლარს ვიხდი და ღუმელი მთელი დღე რომ მენთოს, 7 ლარის შეშა ორი დღეც არ მეყოფა- მიყვება ხათუნა.

სველი წერტილებიცსველია“. ოჯახს, გაუმართავი გაყვანილობების გამო, ზაფხულში კანალიზაციის სუნი აწუხებს, ზამთარში - გაყინული მილები. როგორც მარტოხელა დედა ამბობს, მათი თვიური შემოსავალი, საშუალოდ, 500 ლარია:  ეს ის თანხაა, რაც სოციალური შემწეობითა და დევნილობის შემწეობით გროვდება. ამ თანხით მოვახერხებდი და კანალიზაციის პრობლემას მოვაგვარებდი, მაგრამ აქედან გასახლების შემთხვევაში ყველაფრის დაკარგვა მოგვიწევს,” - ამბობს ის. დასაკარგი კი, ნამდვილად, არაფერი აქვთ.

მარგიანების ოჯახი ამ შენობაში, სოციალური დახმარების ხარჯზე, მესამე წელია, ცხოვრობს. მიუხედავად სოციალურად დაუცველის სტატუსისა, სახელმწიფო შემწეობა 6-შვილიანი მარტოხელა დედისთვის ოჯახის შესანახად არასაკმარისი თანხაა, თუმცა იმისთვისაც მადლიერია, რომ ბავშვები მშიერი არ ჰყავს. ხათუნა 37 წლისაა, შრომისუნარიანი, მაგრამ რაც მეუღლეს დაშორდა, ბავშვების დატოვებასა და მუშაობას ვერ ახერხებს. პატარა გიორგი ჯერ 2 წლისაა, უფროსები სკოლაში დადიან, 18 წლის ბექა კი, სტუდენტია.

ხათუნა სიხარულით მიყვება, რომ ეროვნულ გამოცდებზე ბექამ 50%-იანი გრანტი მოიპოვა, დანარჩენ თანხას კი, სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში უფარავს: კიდევ კარგი, სწავლის საშუალება აქვს, რომ ვუყურებ, ბიჭი მონდომებულია, როგორია, ხელი არ შევუწყო? მაგრამ წიგნები დაქსეროქსებიძალიან ძვირი ჯდება. ახლაც, ერთი წიგნი მთხოვა, „ეკონომიკის საფუძვლებიჰქვია, მაგრამ ჯერ ვერ ვყიდულობ“.

ხათუნას ქრონიკული ასთმა აწუხებს, წამლის გარეშე ასთმური შეტევა ემართება და სუნთქვა უჭირს. მისი ჯანმრთელობისთვის, ისეთ ნესტიან პირობებში ცხოვრება, როგორიც ყოფილი სამშობიაროს შენობაა, არ შეიძლება. რამდენიმე თვის წინ 2 წლის გიორგისაც, არასწორად გაკეთებული აცრის გამო, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ დანიშნულ სამკურნალო წამლებსა და ვიტამინებს ოჯახის სოციალური დახმარება მათივე სოციალური მდგომარეობის გამო ვერ გასწვდა: ბავშვებს ამ თანხით მხოლოდ საარსებო მინიმუმს ვუქმნი. ვერ ვახერხებ მათ სრულფასოვნად გამოკვებასა და ჩაცმასაც კი, წამლების ყიდვასა და ექიმთან ვიზიტზე აღარაფერს ვამბობ“.

მსგავსი პრობლემებითა და პირობებით საქართველოში 141 776  ოჯახი ცხოვრობს. ისინი სახელმწიფოსაგან სოციალურ შემწეობას (ფულადი, დაზღვევა, სხვ.) იღებენ. სოციალური შემწეობა სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ენიშნებოდათ, რომელთა სარეიტინგო ქულაც 57 000-მდე შეადგენდა. 2015 წლის იანვრიდან სარეიტინგო ქულა 65 000-მდე გაიზრდება.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ვარაუდობენ, აღნიშნული ცვლილება 10 %-მდე გაზრდის სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობას, შესაბამისად, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვიც.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თენგიზ აბაზაძე 2015 წლიდან ამოქმედებულ სხვა სიახლეებზეც საუბრობს: „ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, მოხდება სოციალურად დაუცველი ჯგუფების დიფერენცირება. მაგალითად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ია, თითოეულ ოჯახის წევრზე 60-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებს; შედარებით მაღალი სარეიტინგო ქულის შემთხვევაში, როცა, ვთქვათ ოჯახის მდგომარეობა 60 000-დან 65 000-ქულამდე ფასდება, თითოეულ წევრზე  30-ლარიან დახმარებას მიიღებს“, - განმარტავს თენგიზ აბაზაძე.

კიდევ ერთი ცვლილება, რომლით სარგებლობაც ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეძლება, 10-ლარიანი დანამატია ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან წევრზე. დანამატს მიიღებენ როგორც სოციალური შემწეობის მიმღები, ასევე ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-მდეა.

აღნიშნული ცვლილება სოციალური მომსახურების სააგენტომ UNICEF-ის რეკომენდაციების მიხედვით განახორციელა. სოციალურად დაუცველის სტატუსის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაში UNICEF-ის წარმომადგენლები 2013 წლიდან იყვნენ ჩართულები.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელის, თინა ბაუმის თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მოდელი გაუმჯობესებულია: „ახლადშემოღებული ბავშვის ფულადი შეღავათი, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად. სიღარიბე რთული ფენომენია და მასთან საბრძოლველად დამატებითი მექანიზმებია საჭირო. ამ თვალსაზრისით, სოციალური დაცვის სისტემა უნდა იცავდეს ღარიბებს და უზრუნველყოფდეს ყველა გაჭირვებულ ბავშვს ფულადი დახმარებითა და სერვისებით; სისტემა უნდა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახებს, თავი დააღწიონ სიღარიბეს და ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებით“,- აღნიშნავს იგი

თინა ბაუმის თქმით, გაეროს ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებს, ხოლო 225 000 ბავშვი დღეში 4,5-ლარზე ნაკლებს მოიხმარს. ბავშვების შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 50 %-ით აღემატება მოსახლეობის სიღარიბის ზოგად მაჩვენებელს. ბავშვთა სიღარიბის ეროვნული მაჩვენებელი კი ბოლო ორი წლის განმავლობაში 25%-დან 27%-მდე გაიზარდა.


5 არასრულწლოვანის დედაა 44 წლის ირინა.. მან საკუთარი ვინაობის სტატიაში გამოყენება არ ისურვა, თუმცა, თავის პრობლემებზე მაინც გვესაუბრა. რამდენიმე წელია, რაც მისი ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ირიცხება. 8 თვის წინ დაენიშნა კიდეც სოციალური დახმარება, მაგრამ დანიშვნიდან ერთ თვეში შეუჩერდა:"ჩემმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო, სოციალური აგენტის ხელახალი გადახედვის შემდეგ მაღალი ქულები მოგვივიდა და სოციალური დახმარება შეგვიჩერდა. მეუღლის ხელფასი 300 ლარს შეადგენს, განა ეს რა თანხაა ისეთი, რომ 5-შვილიანი ოჯახისთვის საკმარისი იყოს?! მეც, ხანდახან, როცა გამყიდველი დასჭირდებათ, ლარიან მაღაზიაში ვმუშაობ, ხელფასი 200-ლარამდეც კი არ გამომდის.  ჩვენი შემოსავლით ბავშვების ვერც სრულფასოვნად კვება შეიძლება და ვერც სრულფასოვანი განათლების მიცემა. სოციალური დახმარების შემთხვევაში, იქნებ, ცეკვის ან სიმღერის წრეზე მაინც მეტარებინა ბავშვები!“, - მიყვება ირინა..

გარდა სოციალური პრობლემებისა, ოჯახს ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს. ირინას თქმით, ორ ბავშვს ხერხემლის პრობლემა აქვს, ექიმმა მათ ცურვაზე სიარული გამოჯანმრთელების აუცილებელ პირობად წაუყენა. მხედველობის პრობლემა აქვს მის გოგონასაც, მაგრამ ახალი რეცეპტის გამოსაწერად და სათვალის საყიდლად ოჯახს თანხა არ გააჩნია.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თენგიზ აბაზაძე ამბობს, მუშაობის დაწყება და სოციალური შემწეობის პროგრამიდან ამოვარდნის ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება: შესაძლოა, ოჯახში ორი პირი მუშაობდეს, მაგრამ მათი საჭიროება იმდენად დიდი იყოს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მაინც მოხვდეს ან პირიქით, შესაძლოა, ოჯახში არცერთი პირი არ მუშაობდეს, მაგრამ მათი საჭიროებიდან გამომდინარე მათ სოციალური სტატუსი მაინც არ მიენიჭოთ. სოციალური შემწეობის დანიშვნა ოჯახის საჭიროებების მიხედვით ისაზღვრება და არა შემოსავლების მიხედვით, რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ბავშვები საჭიროების პარამეტრს ზრდიან“, - აცხადებს იგი.

თენგიზ აბაზაძის თქმით, მაღალ სარეიტინგო ქულას, გარკვეულწილად, სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასებაც განაპირობებდა. 2015 წლიდან კი, სუბიექტური ფაქტორი მთლიანად ამოღებულია შეფასებიდანსოციალური სტატუსის მინიჭების წესში ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება არის ის, რომ ოჯახის შეფასებისას სუბიექტური ფაქტორი აღარ მოახდენს გავლენას. სუბიექტური ფაქტორის მიხედვით, სოციალური აგენტი აფასებდა ოჯახს, როგორც  ღარიბი, ღატაკი, საშუალო დონის და ა.. ამ შეფასებას საერთო შეფასებისას თავისი პროცენტული ქულა ენიჭებოდა, იანვრიდან კი სუბიექტური ფაქტორი საერთოდ არ იარსებებს“,- ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, თინა ბაუმი მნიშვნელოვან ცვლილებად აფასებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომ სოციალური სტატუსი განისაზღვროს არა ოჯახის შემოსავლების, არამედ ოჯახის საჭიროებების მიხედვით: _ თუკი, ადრე, სოციალურ ქულაზე გავლენას პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახდენდა, მაგალითად, ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, - 2015 წლიდან ტექნიკა გავლენას აღარ მოახდენს, რადგან გათვალისწინებული იქნება თავად ოჯახის საჭიროებები. ოჯახის საჭიროებებს განსაზღვრავენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. საჭიროებებს განსაზღვრავს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაც (ქრონიკული ავადობა და სხვ.) “, - აღნიშნავს ბაუმი.

თენგიზ აბაზაძის განმარტებით, სარეიტინგო ქულაზე გავლენას მხოლოდ ის ტექნიკა მოახდენს, რომელიც შემოსავლის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად: მანქანა, ტრაქტორი, მიწის ნაკვეთი ან სოფლად, - საქონელი.

რაც შეეხება საჭიროებებს მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, თენგიზ აბაზაძის თქმით, _ ბავშვები საჭიროების პარამეტრს ზრდიან. ღარიბი ბავშვების პრევენცია კი, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და UNICEF-ისთვის სოცია ლური სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიაზე მუშაობისას, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა.

UNICEF-იმიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნივერსალური მიდგომა უპრიანია და შესაბამისადსაყოველთაო დანამატი ყველა ბავშვისთვის საუკეთესო მიდგომაა. თუმცა, თინა ბაუმი აღნიშნავს, რომ არსებული საბიუჯეტო შეზღუდვებიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მხოლოდ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის გაჩნდა დანამატიარსებული სოციალური დაცვის სისტემა ვერ ითვალისწინებს ბავშვთა ინტერესებს და ბავშვიანი ოჯახები, მეტი ალბათობით, არიან უფრო ღარიბნი, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფებიაქედან გამომდინარე, იუნისეფი სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციას უწევდა, შემოღებული ყოფილიყო ფულადი დახმარება ყველა ბავშვისთვის“, - აღნიშნავს იგი.

UNICEF-ი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვის მიზნით 2013 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობდნენ. შედეგად, 2015 წლის იანვრიდან სააგენტო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალ მეთოდებზე გადავიდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ახალი მეთოდოლოგია ძველთან შედარებით გამარტივებულია, რაც 10%-მდე გაზრდის სოციალურად დაუცველი ოჯახების მომართვიანობას: შესაბამისად, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვიც.



 

ავტორი: თამარ კურატიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა