|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარის გაუფასურების საშინაო და საგარეო ფაქტორები და ეკონომიკურ კრიზისზე მთავრობის დაგვიანებული რეაქცია

მძიმე ეკონომიკური მდგომრეობა ის თემაა, რომელზეც დღეს საქართველოში ყველაზე მეტს საუბრობენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დიდ ტვირთად დააწვა ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 3 წელია გასული. წესით, ამ დროს, თუ საქართველოს ექსპრემიერს და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი რეჟიმიდან თავის დახსნის მთავარ შემოქმედს, ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებდით, ახალი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები მოსახლეობას საკუთარ თავზე უნდა ეგრძნო.


„მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, მესამე წელი იქნება ისეთი, რომ ამას უკვე მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ თავსა და ოჯახებზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“, _ ასეთ პროგნოზს აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ყოფილი პრემიერის ეს სიტყვები განსჯისა და კრიტიკის საგანი განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემდეგ გახდა. ყველა ერთხმად აღნიშნავადა, რომ არჩევნებიდან მესამე წელი მართლაც საგრძნობი შეიქმნა, ოღონდ არა კეთილდღეობის, არამედ საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო:

 „დიდი ბიზნესი და შემოსავალი არ მქონია, არც სამსახური, არც ხელფასი. მაგრამ ჩემს ოჯახს შეეტყო ლარის გაუფასურება. პური გაძვირდა, პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. ბინის ქირაც გამიძვირდა. ზამთრის პერიოდია, ბავშვები ხშირად მიცივდებიან და მედიკამენტებზე გაზრდილმა ფასებმა  პირდაპირ დაარტყა ჩემი ოჯახის ბიუჯეტს. მართლა შეეტყო მესამე წელი არჩევნებიდან ჩვენს შემოსავლებს. ვიგრძენით ჯიბეებში ფულის ნაკლებობა“, - ამბობს ჩვენთან საუბარში 28 წლის დიასახლისი მარიამ ტაბატაძე.

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას თავისი სიტყვები, რომ მესამე წელიწადი იქნება კარგი, განმარტა და განაცხადა, რომ დემოკრატიული ფასეულობების დაფუძნება ჰქონდა მხედველობაში, რაც სტიმულს მისცემს ეკონომიკას.


 

ლარის სწრაფი გაუფასურების პროცესი 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო.  2015 წლის 28 იანვარს კი ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 2-ლარიან ნიშნულს გადააბიჯა. კომერციულ ბანკებში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 21 თებერვალს 2, 23 გახდა.  ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის 23%–იანი დევალვაცია მივიღეთ. თუმცა მისი თქმით, ამავდროულად გაუფასურდა  თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, შუააზიის რამდენიმე ვალუტა და უკრაინული გრივნაც. 

ყველაზე მეტად, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მოსახლეობის იმ ნაწილმა იზარალა, რომლებსაც სესხი ბანკებიდან დოლარში ჰქონდათ გამოტანილი. 

„იმის გამო, რომ საბანკო კრედიტის მომსახურება 400 ლარით გამიძვირდა, ვალებში ვარ ჩაფლული. ამ ვალს თუ როგორმე გავისტუმრებ, ბანკს ახლოს აღარ გავეკარები, ფაქტობრივად, მათთან ურთიერთობის არანაირი სურვილი აღარ მაქვს“, _ ამბობს ირინა მაისურაძე. 

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე საუბრისას, აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ფაქტორები მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე. 

 „საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ,  იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა. ჩვენი ბაზრის დაახლოებით 70% იმპორტულ საქონელს უჭირავს. ის ცვლილებები, რაც ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ხდება, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე“, -  განმარტავს ჩვენთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემა  გარკვეულწილად ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული:

„ ის, რომ 2014 წლის განმავლობაში ეკონომიკური კონიუქტურა შეცვალა ჩვენს გარშემო, ეს მნივშნელოვნად აისახა  საქართველოზე. საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი და პრაქტიკულად ყველა ცვლილება, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მაქსიმალურად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ქართულ ლარზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, სოციალური სტანდარტების ხარისხზე და ასე შემდეგ. ლარის კურსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების შესაბამისად რეგულირდება. თუ გაედინება უფრო მეტი ვალუტა, ვიდრე შემოედინება, მაშინ ლარი უფასურდება. თუ შემოდის უფრო მეტი ვალუტა, ვიდრე გადის, მაშინ პირიქით, ლარი მყარდება. ჩვენთან 2014 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც რამდენიმე მიმართულებით შეგვიმცირდა სავალუტო ნაკადი. პირველ რიგში, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩვენი მოქალაქეების ფულადმა გზავნილებმა იკლო. ეს განაპირობა იქ არსებულმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რუსეთ-უკრაინის ომმა.

მეორე მნიშვნელოვანი მაბალასნირებელი მაჩვენებელი, რომელიც შეგვიმცირდა 2014 წელს, ესაა ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. ტურიზმი ჩვენთვის არის უცხოური ვალუტის მიღების წყარო და შესაბამისად, ამის გამო შემცირდა ჩვენთან დოლარის რაოდენობა.

მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი. ექსპორტზე გასული პროდუქცია უზრუნველყოფს ქვეყანაში ვალუტის შემოსვლას. აქედან გამოდინარე, ექსპორტის შემცირებამ და იპორტის ზრდამ (მარტო ექსპორტი არ შემცირებულა, იპორტი გაგვეზარდა) ქვეყნიდან ჭარბი ვალუტის გადინებას შეუწყო ხელი“, - ასე განმარტავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლარის გაუფასურების მიზეზებს.

სავალუტო რყევებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ნოდარ ხადურიც საგარეო ფაქტორებს უკავშირებს:

 „ეს გამოწვეულია გარე შოკებით. ეს არ შეეხება მარტო რუსეთს. ჩვენს ყველა მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებთან ეკონომიკური პროცესები არის გაუარესებული. თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი აისახება საქართველოს ეკონომიკაზე“, _ აცხადებს ფინასთა მინისტრი.

სწორედ საგარეო ფაქტორებს გულისხმობდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, 28 იანვარს  ტელეკომპანია „იმედთან“ ლარზე საუბრისას, როდესაც ამბობდა, რომ „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ლარი ჯანსაღად იქცევა“.

„ლარი იქცევა ძალიან  ადეკვატურად, იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება ეკონომიკაში შიგნით და გარე პროცესებზეც აისახება. არაფერი ცუდი არ ხდება, არავითარი კატასტროფული. თუ ფასებზე გადავა, მთავრობას აქვს ამის ბერკეტები, ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს, რომ  ჩაერიონ. ჩარევასაც არ საჭიროებს“,  - აღნიშნავდა ივანიშვილი.

როგორც შემდგომმა განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა,  პროცესში სახელმწიფო უწყებების ჩართვა სასწრაფო და აუცილებელიც იყო.  ეკონომისტები, მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი და მთავრობაც აღნიშნავდნენ,  რომ ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომებითაც შეუწყო ხელი ლარის დევალვაციას. ლევან კალანდაძე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე დეტალურად გვესაუბრება:

„პირველი იყო შიდა რეგულაციები, სასოფლო-სამურნეო მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმი, რომელიც ძალიან ნეგატიურად აისახა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის განხორციელების მსურველ, პოტენციურ ინვესტორებზე. მეორე საკითხი - ვიზების გამკაცრების თემა, ასევე ნეგატიურად აისახა ტურისტულ ნაკადზე. 2014 წლის სექტემბრიდან სტატისტიკას თუ ნახავთ, სწორედაც რომ დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება ამ სფეროში. ეს შემთხვევით ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც საქართველომ გაამკაცრა სავიზო მიმოსვლის რეჟიმი. მესამე მიზეზი არის ე.წ. მიგრაციული რეჟიმების გამკაცრება, როდესაც ინვესტორებს შეზღუდვები დაუწესდათ  სპეციალისტების შემოყვანასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ გარკვეული რეგულაციების დაწესებით, ნებსით თუ უნებლიედ, გავაუარესეთ საქართველოს საინვესტიციო გარემო. მნიშვნელოვნად შევამცირეთ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი“,  _ აღნიშნავს კალანდაძე.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ეკონომისტთა ნაწილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ქმედებებსაც უკავშირებენ, როდესაც მან რეფინანსირების სესხი გასცა ბანკებზე და ამით ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას. მთავრობამ „სებ“-ის პრეზიდენტს ლარის გაუფასურებისთანავე სავალუტო რეზერვების გამოუყენებლობის გამოც უსაყვედურა, რასაც  გიორგი ქადაგიძემ ასე უპასუხა:

სავალუტო რეზერვი არის ის თანხა, რომელიც  ფინანსური სტაბილურობის გარანტია ამ ქვეყანაში. სავალუტო რეზერვების აკუმულირება და სწორი მართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპოდუქციული", -  განაცხადა ქადაგიძემ.

ლევან კალანდაძის თქმით, მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა,  ვისი ბრალია ლარის გაუფასურება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საზოგადოებისთვის ეს არის კრიზისი და ცხოვრების გაძვირება. თითოეულ ადამიანს დაუმძიმდა ცხოვრების ტვირთი და შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევთ გარკვეულ მანიპულაციებში.

„მე არ ვემხრობი ექსპერტთა იმ ჯგუფს, რომლებიც აცხადებენ, რომ  რომელიმე ერთი კონკრეტული უწყების, ან მინისტრის ბრალულობა იკვეთება ლართან მიმართებაში. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის ფაქტორები, რა ფაქტორებიც მოქმედებდა ლარზე. მე ასე არ ვსვამ საკითხს, რომ ეროვნული ბანკის, ან მთავრობის ბრალია ცალ-ცალკე, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფებით. ეს არის, ზოგადად, ხელისუფლების ბრალი. მათ შორის, ეროვნული ბანკისაც და ხელისუფლებისაც. აქედან გამომდინარე ყველა ერთადაა პასუხისმგებელი.

მთავარი მთავრობის ბრალულობა არის ის, რომ ის რისკები, რამაც ლარის დევალვაცია გამოიწვია, წინასწარ გათვლილი და დათვლილი არ ჰქონდათ. შესაბამისად, ანტიკრიზისული გეგმა ხელისუფლებას არ ჰქონდა მომზადებული. მან არ იცოდა, ასეთ სიტუაციაში რა უნდა გაეკეთებინა. ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც ნაკლებად ეფექტური იყო, იმიტომ რომ ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა. მე არ ვემხრობი იმ აზრს, რომ როგორც აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაანივია მილიონობით სავალუტო რეზერვები, ჩვენც ისე უნდა მოვქცეულიყავით. რეალურად, მათ კურსი ვერ დაიჭირეს. სავალუტო ინტერვენციები იმ პერიოდებში უნდა გამოგვეყენებინა, როდესაც შოკები იყო. ჩვენ შოკების გადაგორების შემდეგ ვახორციელებდით სავალუტო ინტერვენციას. რაც ვფიქრობ, რომ არასწორია“, - ამბობს კალანდაძე.

მთავრობამ გარკვეულწილად დაშვებული შეცდომები აღიარა და მდგომარეობის გამოსწორებაზე დაიწყო ფიქრი.

 „ვაპირებთ ადმინისტრაციული პრობლემების გამოსწორებას, ვინაიდან, პირველ რიგში, ადმინისტრაციული სისტემა არ დახვდა მზად იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა. ასევე, მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას ვაპირებთ, რათა

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა