|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ მიდიან ქართველები სირიაში და რამდენად დიდია ვაჰაბიზმის საფრთხე?

საქართველოდან სხვა ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეების საბრძოლველად წასვლა უცხო არაა. ისტორიას თუ გადავხედავთ, ქართველებისხვის ომშიყოველთვის იბრძოდნენ. ქართული დანაყოფები  დღესაც სხვადასხვა მისიებით  იმყოფებიან აფრიკაში, ავღანეთში, იყვნენ  ასევე ერაყშიც. თუმცა ის, რაც ახლა პანკისსა და საქართველოს მაჰმადიანები მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში ხდება, სრულიად განსხვავდება ამ მოვლენებისგან.

საქართველოს მოქალაქე მაჰმადიანი, კერძოდ, კი ვაჰაბისტები თავს მოვალედ მიჩნევენ, ჩაერთონ სირიაში წარმოებულწმინდა ომში“.  ამის გამო ისინი საქართველოში ოჯახებს ტოვებენ და სიკვდილზე მიდიან.

ვაჰაბიზმის იდეოლოგები კარგად განსწავლულები არიან  ფსიქოლოგიაში და იციან, როგორ იმოქმედონ მასებზე. განსაკუთრებით ახალგაზრდების ფსიქოლოგიაზე. ამიტომ მუსულმანებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის საქართველოში, დაპირისპირება ყოველთვის იწყება ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის. ახალგაზრდები უპირისპირდებიან ტრადიციულ ისლამსშიიზმს - ქვემო ქართლში, სუნიზმსპანკისის ხეობასა და აჭარაში. ახალგაზრდები იდეოლოგიურ საზრდოს ინტერნეტ სივრციდან იღებენ. უამრავი ქართულენოვანი საიტი არსებობდა ბოლო დრომდე, რომ არაფერი ვთქვათ აზერბაიჯანულენოვნებზე. ამ დროს არცერთი ქართულენოვანი საიტი არ არსებობს, რომელიც ტრადიციული ისლამს დაუჭერს  მხარს. თუმცა ამათ გარდაარსებობს ადგილობრივი ჯამაათები, როგორც ქვემო ქართლსა და აჭარაში, ისე პანკისის ხეობაში, სადაც ახალგაზრდები უსმენენ ადგილობრივ მქადაგებლებს. მართალია, ისინი განსაკუთრებული მაღალი დონით არ გამოირჩევიან, მაგრამ მათ მოსაქცევად საკმარისია.

 „განსხვავებით ისლამის ტრადიციული მიმდინარეობებისგან, შიიზმისა და სუნიზმისაგან, ვაჰაბიზმი დაფუძვნებულია იმაზე, რომ  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იყოს თავისი ბედის მჭედელი. ანუ ტრადიციული ურთიერთობები, მემკვიდრეობითობა არაფერს ნიშნავს, მთავარია ადამიანის პირადი თვისებები, მისი უნარი, თავად შექმნას თავისი თავი. ამ საქმეში მისი ხელისშემშლელი არავინ უნდა იყოს. ვაჰაბიზმი დაფუძვნებულიასუფთაისლამზე, ისინი ცხოვრობენ შარიათის კანონების, ყურანის  მიხედვით, რომლის თანახმად, მოჯაჰედი, რომელიც იბრძვის რწმენისათვის, ის სამოთხეში ხვდება“, -  ასე განმარტავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვაჰაბიზმის არსს.

 

რა ხდება სირიაში?

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სამოქალაქო ომი მძვინვარებს. მოწინააღმდეგეთა რიგებშია ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია  „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც  წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი  უდგას სათავეში. ქართველი ვაჰაბისტებისთვის ის მისაბაძი მებრძოლია. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც  ახალგაზრდები მიდიან სირიაში, თარხან ბათირაშვილის მდგომარეობაა. იგი ძალიან მდიდარი და გავლენიანი პიროვნებაა.

თარხან ბათირაშვილიჯიჰადისტი საქართველოდან, იბრძვის სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდე. იგი დაიბადა 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის პირველ ომში, ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.

ბათირაშვილი 2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამშავ სიაშიშეიყვანა. იგი იძებნება როგორც საშიში ტერორისტი. ვაშინგტონმა თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.

არასრულწლოვნები სირიაში

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) 2004 წლის ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით (რომელიც შედგენილია რუსეთის ფედერაციაში ლტოლვილი მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების მიხედვით 1998-2001 წლებში), 1999 წელს ჩეჩნეთ-რუსეთის კონფლიქტის განახლების შემდეგ, რუსეთის ფედერაციიდან დაახლოებით 8 000 ჩეჩენი ლტოლვილი გადმოვიდა საქართველოში. ლტოლვილთა უმრავლესობას წარმოადგენენ ეთნიკურად ჩეჩენი და ქისტი მოსახლეობა. ჩეჩენთა და ქისტთა უმრავლესობა, რომლებიც სამხრეთ რუსეთიდან (ჩეჩნეთიდან) შემოვიდნენ, პანკისის ხეობაში დასახლდნენ. პანკისის ხეობა კახეთის რეგიონში, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. დანარჩენი ლტოლვილები დასახლდნენ თბილისში. მათ გარდა, მუსულმანი მოსახლეობა ქვემო ქართლსა და აჭარაშიც ცხოვრობს. ექსპერტების თქმით, მხოლოდ პანკისიდან  არ მიდიან სირიაში მოხალისეები. ყურადსაღებია, ამ რეგიონებიდანაც საქართველოს მოქალაქეების გადინება მსოფლიოს ამ ცხელ წერტილში.

თუმცა აპრილის დასაწყისში მედიის და ქართული საზოგადოების ყურადღება ისევ პანკისმა მიიპყრო. პანკისის ხეობის სოფელ დუმისტარის სკოლის მოსწავლეები 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი თურქეთის გავლით სირიაში აღმოჩნდნენ.

სირიაში წასული სკოლის მოსწავლეების ნათესავები ბრალს სამართალდამცავებს სდებდნენ. მათი, თქმით, არასრულწლოვნებისთვის მშობლების თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მიეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა პოლიციელის მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოახერხარასაცუწყების ინფორმაციით, გენერალური ინსპექცია იძიებს. შეცდომა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც აღიარა.

არასწორად მოიქცა მესაზღვრე, რომელსაც აეროპორტში პასპორტის კონტროლი ევალებაფაქტობრივად, გაეპარა საზღვარზე. ამ ადამიანმა როგორც ახსნა, არ ჰგავდა ის არასრულწლოვანს და მან ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მას“, – განაცხადა გომელაურმა.

მაშინ როცა არასრულწლოვნების მიერ საზღვრის გადაკვეთის კონტროლს ვერ ახერხებს სახელმწიფო, სრულწლოვანი მოქალაქეების სირიაში წასვლის შემაჩერებელი ბერკეტების არსებობა მით უფრო  დგება ეჭვქვეშ.

ახლახან  ცნობილი გახდა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან 2 ქალის სირიაში წასვლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალები თურქეთში სავაჭროდ იყვნენ წასული, თუმცა ოჯახის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ქალებმა წერილები დატოვეს, სადაც ისინი სირიაში წასვლის შესახებ იუწყებოდნენ.

თუ რომელიმე სრულწლოვანი, ან უფროსი ან ვინმე წავიდა რაღაც თავის საქმეზე თურქეთის მიმართულებით, ეს ძალიან რთულია, ვინმეს დაუშალო. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, სრულწლოვან ადამიანს თურქეთში მიმავალს ან თუნდაც სხვა ქვეყანაში... იქიდან სად წავა, სირიაში მოხვდება თუ სად მოხვდება, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ამის განსაზღვრა. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მრავალი წელია, ეს პრობლემა არსებობს და დღეს არ დაწყებულა“, -აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

 რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები სირიაში?

როგორც სირიაში წასული მოსწავლეების ნათესავები აცხადებენ, მათ შვილებს ტვინს იდეოლოგიურად ურევენ. ისინი თითს ადგილობრივი ვაჰაბისტებისკენ იშვერენ. ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე მათგანისგან კომენტარი მოგვეპოვებინა, რატომ ურჩევენ ახალგაზრდებს სირიაში წასვლას, მაგრამ მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

იდეოლოგიურ ფაქტორთან ერთად ექსპერტები ფინანსურ დაინტერესებასაც ასახელებენ სირიაში წასვლის მიზეზად.

მიზეზი ბევრია

ავტორი: ცისანა შერგელაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა