|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბაღების გასხვისება და დამახინჯება სისხლის სამართლის დანაშაულია“–დავით მელქაძე

თბილისში  მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აქტიურად დაუწყო საუბარი  არქიტექტორების, ეკოლოგებისა და სპეციალისტების რჩევების უგულებელყოფით გამოწვეულ შედეგებზე. როგორც აღნიშნავენ, უმეტესწილად დიდი პროექტები სპეციალისტების დასკვნის გარეშე კეთდებოდა, რაც მასშტაბური ტრაგედიის ერთ–ერთი უმთავრესი  მიზეზია. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ იმერეთის მასშტაბით დაგეგმილი ყველა პროექტი ეკოლოგების დაკვნის შემდეგ შესრულდება. რატომ არ ხდება სპეციალისტების რჩვების გათვალისწინება  და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში? ამ და სხვა საკითხებზე არქიტექტორს, სააქციო საზოგადოება „ხუროს“ დამფუძნებელს, ქუთაისის ყოფილ მერს დავით მელქაძეს ვესაუბრეთ.

რა არის ქალაქდაგეგმარების გეგმა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ქალაქის სწორად განვითარებისთვის და ამ გეგმის მიღება რატომ ვერ ხერხდება?

ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, ხანი ემატება, იცვლება,  მაგრამ  არ უნდა მივცეთ დაბერების უფლება. ამას კი სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა. ქალაქდაგეგმარების გეგმა არის დოკუმენტი, რომელშიც ცვლილების შესვლა მხოლოდ სპეცილისტების რეკომენდაციით არის დასაშვები. არ ესმით, რომ  განვითარების გეგმის მეშვეობით მუშაობა გაცილებით მარტივია, თუმცა მას შეზღუდვებიც აქვს, ვერავინ  შეძლებს   თვითნებურ ცვლილებებს. როგორც ჩანს, ეს შეზღუდვა არ მოსწონთ.  ეს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემა არის.

განვითარების გეგმა, არა რიგითმა მოხეელეებმა, არამედ პროფესიონალებმა, საქმიის მცოდნეებმა უნდა შეადგინონ. დაახლოებით 2008 წელს, ჩვენ მოვიგეთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. დავამუშავეთ ქუთაისის ზონირების გეგმა და განაშენიანების ხედვა, თუმცა ეს დოკუმენტი თაროზე დევს და  არაა დამტკიცებული.  სამწუხაროდ, მას არა თუ ბევრი მოხელე, ბევრი სპეციალისტიც ვერ იგებს, არც აწყობთ გაგება, რადგან,  გეგმის არსებობის შემთხვევაში მას თვითნებურად ვერ შეცვლიან.  არ შეიძლება დაუდევრად მოექცე შენს ქალაქს, რადგან რამდენიმე წელიწადში ეს აუცილებლად  იჩენს თავს. ცუდი არქიტექტორის ჩარევას, რომ  არავინ ჩაერიოს, ის ჯობია.

 

რატომ არ ხდება სპეციალისტების მიწვევა და თქვენ თუ გქონიათ შემოთავაზება ქალაქისგან?

-როგორც აღვნიშნე, გეგმის და სპეციალისტების გარეშე მუშაობა გაცილებით მარტივია, რადგან არავინ ითხოვს პასუხს. რომ იყოს ორგანიზებული მთავრობა,  აუცილებლად მოიკითხავდნენ პასუხს   იმ ვანდალურ ფაქტებზე, რაც დღეს ხდება. ვინ გასცა ნებართვა "მუყაოს" სასტუმროს აშენების, რასაც ქობულეთში სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის დანაშაული, როგორც მშენებლის, ასევე ექსპერტის, ვინც მასზე დასკვნა დადო. მაგრამ გინახავთ სადმე ექსპერტი დაედანაშაულებინოთ?

ყველა ობიექტი ხომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე შედის ექსპლუატაციაში. გამოდის, რომ ეს დასკვნა არაა  უსაფრთხოების გარანტი?

-სამწუხაროდ,  არაპროფესიონალიზმა  მანდაც შეაღწია. წინა ხელისუფლებამ გააუქმა სახელმწიფო ექსპერტიზა და ყველა პასუხისმგებლობა სამხარაულს დააკისრა, რომელიც არის სასამართლო ექსპერტიზა. იქ სასამართლოს გარეშე დასკვნა არ უნდა გაიცემოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე საკითხს მომჩივანი ჰყავს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა სადღა უნდა გააპროტესტოს? ამიტომ ვამბობ, რომ სამხარაულის ბიუროს ბევრი პასუხისმგებლობა დააკისრეს. არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ სახელმწიფო ექსპერტიზას არ უნდა ვენდოთ და ამის გამო გაუქმდა, რატომ უნდა გვქონდეს ნდობა სამხარაულის ბიუროს მიმართ, რომელიც საქმეებს ვერ აუდის. არაერთი მაგალითია იმისა, რომ დასკვნა უსაფუძვლოდაა გაცემული. პროექტანტს ავალებენ პროექტი თავად გაატაროს  ექსპერტიზაზე და ისე მიუტანოს დამკვეთს, რომელიც აზრზე არაა და არც აინტერესებს ექსპერტი რა შენიშვნებს წერს, უბრალოდ, ეყრდნობა დოკუმენტს. ეს არის განათლების დაბალი დონისა და ფორმალობის შედეგი, რასაც მოჰყვა თბილისის ტრაგედია.

ბაღების და სკვერების (მიმდებარე) ტერიტორების გასხვისებასა და იქ მიმდინარე მშენებლობებზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

-რომ გვყადეს ორგანიზებული ხელისუფლება,  ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,  ვინც ბაღები გაასხვისა.  ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დაუშვებელია სკვერის იერსახის დამახინჯება და რეკრეაციული ზონის მოსპობა. იგივე ითქმის ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვდება კითხვები.  თუკი მართალა მრავასართულიანი ბინა შენდება,  მის მეპატრონეს  ექსპლოატაციისას პრობლემები შეექმნება, რადგან  მას არაფერი აქვს ინფრასტრუქტურისთვის. წინ ცენტრალური გზა ჩაუდის, უკან ბაღი, გვერდით კი შიდა გზები. სად აქვს  ადგილი მანქანების პარკირებისათვის? ბინების მფლობელები მიხვდებიან, რომ ძალიან შეცდნენ.  მსგავსი რამდენიმე მაგალითი გვაქვს ქუთაისში, ერთ-ერთია "ქარვასლა". იმის გამო, რომ ეზო არ აქვს, სადაც მანქანას დააყენებ, შენობა ფუნქციას კარგავს. მფლობელმა მოიშორა, გაყიდა ფართები და ახალი მეპატრონეები გვიან მიხვდნენ, რომ ძალიან შეცდნენ.  შენობა ნახევრად ცარიელია და ორ წელიწადში, თუ დანიშნულებას არ შეიცვლის, მთლიანად დაიცლება. ამიტომ ვამბობ, რომ ნინოშვილის ბაღის მიმდებარე  მშენებლობას ვინც ატარებს, ეტყობა გვერდით არაპროფესიონალები და ბევრი მტრები ჰყავს,  რადგან მოსალოდნელ  რისკზებე არავინ გააფრთხილა.

ტენდერების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ გაართულა, თუ გაამარტივა მდგომარეობა? ხშირად მიმწოდებელი არა პროფესიული გამოცდილებით, არამედ მცირე თანხის გამო იმარჯვებს..

-მართალია, ხშირად ის კომპანიები იმარჯვებენ, რომელთაც გამოცდილება არ აქვთ. გამარჯვების ერთადართი მიზეზი მცირე თანხაა, წარმოუდგენლად დაბალ ფასებს დებენ და ვერ ვიგებთ,  როგორ ახერხებენ ამ თანხებში სამუშაოების  შესრულებას? ალბათ, არც სრულდება ხარისხიანად. არ იცით, ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები, რა პროფესიის და რა გამოცდილების.  ჩვენ მათზე არანიარი ინფორმაცია არ გავქვს, შეიძლება ყველას არ ვიცნობდეთ, მაგრამ მათზე უნდა ვიცოდეთ მაინც. ყოფილა შემთხვევები, რომ სატენდერო პირობებს ვეღარ ასრულებდნენ, გამარჯვებულ კომპანიებს მოუმართავთ დახმარებისთვის. მე მხოლოდ ერთი ტენდერი მოვიგე, ისიც იმიტომ, რომ ერთადერთი მონაწილე ვიყავი, რაც, ალბათ, სატენდერო პირობამ გამოიწვია. აღნიშნული პირობით კომპანიას 10 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ეს იყო და ეს. სხვა მხრივ, ჩვენ არ გვიწვევენ, თუმცა ჩვენს სააქციო საზოგადეობას აქვს ლიცენზია, რომ ტენდერის გარეშეც შეიძლება ჩვენთვის დაკვეთის მიცემა. მაგრამ არავინ გვიწვევს და კომპანია, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთ მუშაობს, საკუთარ ქვეყანაში დაკვეთებს ვერ იღებს. თუმცა აქ ჩვენზე არაა საუბარი, პროფესიონალებმა უნდა გაიმარჯვონ, რომ შემდეგ ცუდი შედეგი არ მივიღოთ და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თავიდან იქნას აცილებული.

ერთ–ერთი დიდი პროექტი, რაც ქალაქში გაკეთდა, არის  "უსაფრთხოების კუნძულები", რამდენად სტანდარტულად სრულდება და იყო თუ არა ამ რაოდენობით „კუნძული“ აუცილებელი?

-„უსაფრთხოების კუნძული“, რომლებიც ახლა ქუთაისში კეთდება ნორმატივების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. რადგან ის სტანდატრზე დაახლოებით 15 სანტიმეტრით არის აცილებული. ამასთან ერთად არ უნდა იყოს გამწვანებული, არამედ მართაც კუნძულის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და გზის ჩაკეტვის შემთხვევაში,  ტრანსპორტს მასზე გადავლის შესაძლებლობა უნდა ქონდეს.  ამ კუნძულებზე ავტომობილი კი არა,  ტრაქტორიც ვერ გადავა. ასევე დასადგენია დიამეტრის ზომა.  ავტომობილმა რადიუსით შემოვლა უნდა შეძლოს და თუ ვერ ხერხდება, ე.ი. იქ არ იყო საჭირო და არ შეიძლება ხელოვნურად შექმნა, რადგან მეტ პრობლემას და მეტ შეზღუდვას შექმნის. საინტერესოა,  დამპროექტებელს ვინ მისცა დავალება,  რა ნომერი სამშენებლო სნიპით იხელმძღვანელა, ვინ შეადგინა სქემა, იყო თუ არა ის პროფესიონალი? ისე ჩანს, თითქოს სადღაც დაინახეს ეს კუნძულები და გადმოიტანეს სტანდარტების დაუცველად. უნდა გვესმოდეს, რომ მძღოლს  დახაზული წრე თუ ვერ აჩერებს, ის არც კუნძულს შეუშინდება.  ერთადერთი, რაც შეაშინებს, ავტომობილის დაზიანებაა და არა საერთო მოძრაობის უსაფრთხოება.


 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა