|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპატრიარქოს კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და მი­სი ეპარ­ქი­ის წარ­მომა­დგენ­ლები არა­ერ­თი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის 100%-ია­ნი წი­ლის მფლობელ­ნი და თა­ნამ­ფლობელ­ნი არი­ან, რო­მელ­თა უმე­ტე­სობა კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნობის მიზ­ნით არის შექ­მნი­ლი.

სა­კუ­თა­რი, კერ­ძო კომ­პა­ნიების­გან მი­ღებულ შე­მო­სავ­ლებს, ხელი­სუფ­ლების მი­ერ სახელ­მიწ­ფო ბიუჯეტი­დან სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის გა­და­რიცხული სო­ლი­დუ­რი და­ფი­ნან­სებაც ემა­ტება, რა­მაც  2002 წლი­დან დღემ­დე 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რი შე­ად­გი­ნა. 

რას და რა ფორ­მით ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და მი­სი ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები? - „ახალი გა­ზე­თი" ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძიებაში აღ­ნიშ­ნულ კითხვებზე პა­სუხების გა­ცე­მას შე­ე­ცა­და.  რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­პატ­რი­არ­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნობა და მის ირ­გვლივ არ­სებული ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვები ძი­რი­თა­დ შემთხვე­ვებ­ში შავ ხვრე­ლად რჩება. 

X X X

2002 წლის 14 ოქ­ტომბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დებელ ეკ­ლე­სი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს სახელ­მწი­ფოს შო­რის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თანხმება  გა­ფორ­მდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თანხმების მე­ექ­ვსე მუხლი  სწო­რედ ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რებას და მის ქო­ნებრივ უფ­ლე­ბებს ეხება. კერ­ძოდ ის, რომ ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რება და სხვა ქო­ნებრი­ვი უფ­ლებები და­ცუ­ლია კა­ნო­ნით, ხოლო ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რებაში შე­იძ­ლება იყოს ნების­მი­ე­რი ქო­ნება, რო­მე­ლიც არ არის აკ­რძა­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თანხმება ასე­ვე გვა­უწყებს, რომ: „ეკ­ლე­სია თა­ვის არა­საღ­ვთის­მსახურო ქო­ნების ფლობას, სარ­გებლობასა და გან­კარ­გვას ახორ­ცი­ე­ლებს სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლებრი­ვი ნორ­მებითა და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებლობით. ასე­ვე, ეკ­ლე­სია უშუ­ა­ლოდ არ ახორ­ცი­ე­ლებს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას.

ეკ­ლე­სი­ის და­ფი­ნან­სების წყაროს წარ­მო­ად­გენს: ნებაყოფ­ლობითი შე­მო­წი­რუ­ლობანი, სა­მე­წარ­მეო შე­მო­სავ­ლები, ინ­ვეს­ტი­ციები, გრან­ტები, დახმა­რებები, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებლობის შე­საბამი­სად მი­ღებული სხვა შე­მო­სავ­ლები.

ეკ­ლე­სი­ის მი­ერ წარ­მოებული საღ­ვთის­მსახურო პრო­დუქ­ცია - მი­სი დამ­ზა­დება, შე­მო­ტა­ნა, მი­წო­დება და შე­მო­წი­რუ­ლობა, ასე­ვე არა­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მიზ­ნით არ­სებული ქო­ნება და მი­წა გა­თა­ვი­სუფ­ლებულია გა­და­სახადებისა­გან.

 სახელ­მწი­ფო ეკ­ლე­სი­ას­თან შე­თანხმებით იძ­ლე­ვა ნებარ­თვას ან ლი­ცენ­ზი­ას ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და სიმბოლი­კის გა­მოყენებაზე, აგ­რეთ­ვე, საღ­ვთის­მსახურო პრო­დუქ­ცი­ის დამ­ზა­დებაზე, შე­მო­ტა­ნა­სა და მი­წო­დებაზე".

საქ­მი­ა­ნობა  - კო­მერ­ცი­უ­ლი - სა­პატ­რი­არ­ქო და მი­სი წარ­მო­მად­გნე­ლები 

კერ­ძო კომ­პა­ნიებში

 მართალია სახელმჭიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით   ეკ­ლე­სია უშუ­ა­ლოდ არ ახორ­ცი­ე­ლებს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და  მი­სი ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები  არა­ერ­თი კერ­ძო კო­მ­პა­ნი­ის 100%-ია­ნი წლის მფლობელად და თა­ნამ­ფლობელად გვევ­ლი­ნებიან. 

შპს „მესხური ბარა­ქა"

საჯარო რე­ეს­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნაც­მების მიხედ­ვით,  სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო  50%-იან წილს ფლობს შპს „მესხური ბარა­ქა"-ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის და­ნარ­ჩე­ნი 50% - კი IOCC სა­ქარ­თვე­ლოს ფონდს ეკუთ­ვნის.

საჯარო რე­ეს­ტრის მო­ნაცე­მებით ირ­კე­ვა, რომ 2008 წელს, კომ­პა­ნია და­რე­გის­ტი­რებულია რო­გორც კვების პრო­დუქ­ტების მწარ­მოებელ, დის­ტრიბუტორ სა­წარ­მოდ. კერ­ძოდ, ის რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტების გა­და­და­მუ­შა­ვებელ წარ­მოებას ეწე­ვა.

შპს „რო­კი"

კი­დევ ერ­თი კომ­პა­ნი­ა, რომ­ლის 100%-ია­ნი წი­ლის მფლობელი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოა შპს „რო­კი" გახლავთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს-ს  22%  თა­ვა­და­პირ­ვე­ლად კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს, რო­მან კუ­მე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. თუმ­ცა, ამ უკ­ნას­კნე­ლის­გან 22%-ია­ნი სა­წეს­დებო კა­პი­ტა­ლის შე­სა­ძე­ნად სა­პატ­რი­არ­ქომ, 2010 წლის 16 აგ­ვის­ტოს, 150 000 დო­ლა­რი გა­დაიხადა. ამას­თან ერ­თად, რო­მან კუ­მე­ლაშ­ვილ­მა მო­ისხნსა დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დებობა. დღეს­დღეობით კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი და­რეჯან შენ­გე­ლია გახლავთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ შპს „რო­კი"-ს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას­თან დაკ­ვში­რებით მი­თი­თებული­ა, რომ კომ­პა­ნი­ას არ აქვს კავ­ში­რი: სურ­სა­თის, საკ­ვების წარ­მოებას­თან, გა­და­მუ­შა­ვებას­თან, დის­ტრიბუცი­ას­თან, რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან, სას­მელ-სა­მე­ურ­ნეო წყლით მო­მა­რა­გებას­თან და საკ­ვებ ობიექ­ტთან. თუმ­ცა, თუ რა საქ­მი­ა­ნობას ეწე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ა, არ­სად მი­თი­თებული არ არის. 

შპს „არ­გო-სე­ნა­კი"

სა­მა­გი­ე­როდ, საკ­მა­დო დე­ტა­ლუ­რად არის გან­საზ­ღვრუ­ლი შპს „არ­გო-სე­ნა­კის" საქ­მი­ა­ნობის არ­ცთუ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო 5%-ია­ნი წი­ლის მფლობელი­ა.  და­ნარ­ჩე­ნი 75% ს/ს „არ­გო ჰოლ­დინგ ჯორჯია"-ს ეკუთ­ვნის, ხოლო 20%0ია­ნი წი­ლის მფლობელი და­ვით ფირცხალა­ვა  გახლავთ.

საჯარო რე­ეს­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მების თა­ნახმად, შპს „არ­გო სე­ნა­კი" თავ­და­პირ­ველად შპს „წყაროს" სახელით, ფო­თის ეპის­კო­პოს­მა გრი­გოლ­მა (ბერბიჭაშ­ვი­ლი) და­ა­ფუძ­ნა. იქ­ვე გა­ნი­საზ­ღვრა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნობის სახეები:   წარ­მოება (სა­სურ­სა­თო სა­ქონ­ლის, სახალხო მოხმა­რების და სახალხო რეწ­ვის სა­ქონ­ლის და სა­წარ­მოო ტექ­ნი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლების პრო­დუქ­ცი­ის წარ­მოება, საბითუ­მო  და სა­ცა­ლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ა, სა­კო­მი­სიო ვაჭ­რობა. ასე­ვე,  ალ­კოჰოლუ­რი და უალ­კოჰულო სას­მე­ლების,  მი­ნე­რა­ლუ­რი წყლების ჩა­მოსხმა, ჩა­ის წარ­მოება და გა­და­მუ­შა­ვება); ვაჭ­რობა (სა­კონ­სიგ­ნა­ციო და საბაჟო საწყობების შექ­მნა და ექ­სპლო­ა­ტა­ცია) ტრან­სპორ­ტი;  (მგზავ­რების გა­დაყვა­ნა, ტვირ­თების გა­და­ზიდ­ვის ორ­გა­ნი­ზება და განხორ­ცი­ე­ლება);  საზ­კვება (სა­ზო­გა­დოებრი­ვი კვების პრო­დუქ­ტების წარ­მოების, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მოხმა­რების ორ­გა­ნი­ზებას­თან  და­კავ­ში­რებული საქ­მი­ა­ნობა - სა­სა­დი­ლო, კა­ფე, რეს­ტო­რა­ნი, ბარი და ა.შ) ფი­ნან­სები (სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხოე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რების სახსრებისა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სების კო­ო­პე­რი­რება, სა­წარ­მო­თა და ორ­გან­იზა­ციების თხოვ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლობის, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებების, ტექ­ნი­კის, და­ნად­გა­რების და სხვა ქო­ნების შესყიდ­ვა და იჯარით გა­ცე­მა გა­მოსყიდ­ვის უფ­ლებით (ლი­ზინ­გი), სა­კუ­თა­რი სა­ფი­ნან­სო და­წე­სებულების და­ფი­ნა­ნსება, სა­გა­რეო-ეკო­მო­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნობა, ექ­სპორტ-იმ­პორ­ტი) და სხვა საქ­მი­ა­ნობის განხორ­ცი­ე­ლება, რო­გორც რეს­პუბილი­კა­ში, ასე­ვე, საზ­ღვარ­გა­რეთ, რო­მე­ლიც არ იკ­რძა­ლება სხვა სახელ­მწი­ფოს კა­ნონ­მდებლობით.

მოგ­ვი­ა­ნებით, „არ­გო სე­ნაკ­ში" დამ­ფუძ­ნებელ­თა წი­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და - 10% ფო­თის ეპარ­ქი­ა, ხოლო 90% და­ვით ფირცხალა­ვა.

1999 წლის 28 ოქ­ტომბრის ცვლი­ლებით კი,  შპს „არ­გო სე­ნა­კის" დამ­ფუძ­ნებელ­თა რიცხვის და­ე­მა­ტა ს/ს „აგ­რო ჰოლ­დინ­გი", კომ­პა­ნი­ა­ში 75%-ია­ნი წი­ლობრი­ვი შე­ნა­ტა­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თმა­დი­დებელი ეკ­ლე­სი­ის ფო­თის ეპარ­ქია - 5%, ხოლო და­ვით ფირცხავა­ლა 20 %. (დღე­ის მდგო­მა­როებით ,,შპს არ­გო სე­ნა­კი"-ს უძ­რა­ვი ქო­ნება - სო­ფელ თეკ­ლარ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნო მი­წის ნა­კევ­თი 84 ჰა. დაყადა­ღებული­ა,  და­ნარ­ჩე­ნი ქო­ნება კი იპო­თე­კით არის დატ­ვირ­თუ­ლი).

შპს „დიაბაზი"

მო­რი­გი კომ­პა­ნი­ა, რომ­ელიც ასე­ვე, კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნობის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ერ არის შექ­მნი­ლი შპს „დიაბაზი" გახლავთ. კომ­პა­ნი­ის სა­წეს­დებო კა­პი­ტა­ლი შე­ად­გენს 2500 ლარს, რომ­ლის 100% ეკუთ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, შპს „დიაბაზი" -ს საქ­მი­ა­ნობა გან­საზ­ღვრუ­ლია შემ­დეგ­ნა­ირ­ად: ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებისა და სხვა სახის მშე­ნებლობის­თვის სამ­შე­ნებლო მა­სა­ლების წარ­მოება, სხვა­დასხვა სახის ქვის და­მუ­შა­ვება. თუმ­ცა, აქ­ვე მი­თი­თებული­ა, რომ კომ­პა­ნიას შე­უძ­ლია აწარ­მო­ოს ნების­მი­ე­რი სხვა სახის საქ­მი­ა­ნობა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე, სხვა ქვეყანა­ში, რო­მე­ლიც არ არის აკ­რძა­ლუ­ლი ამ ქვეყნის კა­ნონ­მდებლობით.

შპს „გე­ლა­თის წყარო"

სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას, მო­გების მი­ღების მიზ­ნით, ასე­ვე, ეწე­ვა კომ­პა­ნია შპს „გე­ლა­თის წყარო", რო­მე­ლიც საჯარო რე­ეს­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, ქუ­თა­თელ–გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტეს (შო­თა მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი) სა­კუ­თა­რებაში ირიცხება. აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს 2010 წლის სექ­ტემბერ­ში კვების პრო­დუქ­ტების მწარ­მოებელ­/დის­ტრიბუტორ სა­წარ­მოდ არის რე­გის­ტრი­რებული. კომ­პა­ნი­ის 100%-ს შო­თა მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი ფლობს, ხოლო დი­რექ­ტო­რი თა­მაზ ნებიე­რი­ძე გახლავთ. კომ­პა­ნი­ის სა­წეს­დებო კა­პი­ტალ­მა შე­ად­გი­ნა 63.250 ლა­რი, ქო­ნებრი­ვი შე­ნა­ტა­ნით.

შპს „გე­ლა­თის წყარო" წეს­დებაში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ მი­სი საქ­მი­ა­ნობის სა­გა­ნი­ა, წყაროს წლის ჩა­მოსხმა, რე­ა­ლი­ზა­ცი­ა. ასე­ვე, „სა­ზო­გა­დოება ეწე­ვა მო­გების მი­ღების მიზ­ნით წარ­მოებული ნების­მი­ე­რი სახის სა­ქი­ა­ნობას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით არ არის აკ­რძა­ლუ­ლი".

როგორც ჩანს, კომპანიას მოგებას წყლის ჩამოსხმაც აძლევს, რომლის რეალიზაცია ბაგრატის ტაძარშიც კი ხდება. ტაძარში გაკეთებულია სპეციალური კუთხე, სადაც ბოთლებში ჩამოსხმული გელათის წყალია დაწყობილი. მათ თავზე კი გაკეთებულია შემდეგი წარწერა: "ნაკურთხი გელათის წყალი, ფასი 1 ლარი".

ამის მიუხედავად, მეუფლე კალისტრატე აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ჩამოსხმული წყალი არ იყიდება.

„გა­ვი­გე რომ იყიდებოდა გე­ლა­თის წყალი, შე­ვისყიდე, ამით  მო­ნას­ტერს და მო­სახლეობას  წყალი შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნე. ერ­თი ლიტ­რა არ გაყიდუ­ლა მა­ღა­ზიებში. ერ­თი პა­ტა­რა ცეხია გა­კე­თებული, ჰუმა­ნი­ტა­რუ­ლი და ისიც  სახელ­მწი­ფოს გა­და­სახადებს ვიხდით. მე იქე­დან ერ­თი მა­ნე­თი არ წა­მო­მი­ღი­ა. რაც ბერს აქვს ის ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რებაა. რა ბიზ­ნე­სი მაქვს. ნე­ტა მქონ­დეს, ეს თქვე­ნი სა­კუთ­რებაა," -  ამბობს ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე.

და­ვით აღ­მა­შე­ნებლის სახელობის ქუ­თა­ი­სის სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო

თა­ვის მხრი­ვ, შპს „გე­ლა­თის წყაროს" დამ­ფუძ­ნებელი,  მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე გახლავთ და­ვით აღ­მა­შე­ნებლის სახელობის ქუ­თა­ი­სის სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფოს დი­რექ­ტო­რი, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულების 100%-იან წილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ფლობს.

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო ქუ­თა­ი­სის სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულების­გან მომ­სახურების პი­რობებით არ განსხვავ­დება, მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე მის გან­მასხვა­ვებლად სუ­ლი­ერ და­ნიშ­ნუ­ლებას მი­იჩ­ნევს.

„შე­ვარ­დნა­ძის  პრე­ზი­დენ­ტობის დროს გად­მოგ­ვე­ცა ეს სა­ა­ვადმყოფო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სარ­წმუ­ნოების გამ­ტკიცების მიზ­ნით. სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო უკ­ვე დახმა­რებას ნიშ­ნავს. ჩვენ­თან ჯერ სუ­ლი­ე­რი მკურ­ნა­ლობა მი­დის, ეკ­ლე­სია აშენ­და, მა­ლე მო­ნას­ტერს გავხსნით. მე­ტი სითბო იქ­ნება პა­ცი­ენ­ტების მი­მართ. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დება არა  მარ­ტო ხორ­ცი­ელ­ზე, არა­მედ სუ­ლი­ერ­ზეც, რად­გან სუ­ლი­ე­რი ავადმყოფი მე­ტი­ა. სა­ა­ვადმყოფო ჯერ აღ­მშე­ნებლობის პრო­ცეს­შია", -–ამბობს მიტ­რო­პო­ლი­ტი.

„ეს არის სიტყვების რახა-რუხი, არა­ვი­თა­რი სუ­ლი­ე­რება იქ არ არის. თეკ­ლას მო­ნას­ტერ­ში იყო ერ­თი მორ­ჩი­ლი, რომ­ლებ­იც სა­ჭი­როებდა მკურ­ნა­ლობას, ვურ­ჩიე სა­ეკ­ლე­სიო სა­ა­ვადმყოფო­ში მი­სუ­ლიყო, უსა­ფრთხოა და და­გემხარებიან­თო. ცო­ტა ხნის მე­რე ვნახე და მითხრა, ვიყავი მე­უ­ფეს­თან და ასე მითხრა - რა უფა­სოდ გიმ­კურ­ნა­ლებ, მე ეს სა­ა­ვადმყოფო ფუ­ლი მიჯდებაო," - იხსე­ნებს ქუ­თა­ის­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და­ლი ბარაბაძე. ხოლო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულების მედ­პერ­სო­ნა­ლი დაბალ ხელ­ფა­სებზე და შე­უ­საბამო პი­რობებზე აკე­თებს აქ­ცენტს.

„რამ­დე­ნი­მე თვის წინ,  ერთ ექ­იმს 7 ლა­რი გა­მო­უ­წე­რეს ხელ­ფა­სი.  ეს სირცხვილი არ არის? რას და რო­გორ გვიხდი­ან დი­რექ­ტორს კითხეთ. ძა­ლი­ან უკ­მაყოფი­ლო ვართ," - აცხადებს სა­ა­ვადმყოფოს პერ­სო­ნა­ლი.

მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე კი გან­მარ­ტავს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებაში მი­სი მის­ვლის დროს დაბალი ხელ­ფა­სები იყო, სა­ნი­ტარს 5 ლა­რი, ექ­თანს 10 ლა­რი, ხოლო ექიმს 100-150 ლა­რი ჰქონ­და. „ახლა კი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 150 ლა­რი­დან იწყება და ექიმს 3000-5000 ლა­რი აქვს ანაზ­ღა­უ­რება", - ამბობს მიტ­რო­პო­ლი­ტი. მი­სი­ვე თქმით,  ქველ­მოქ­მე­დების­თვის და უფა­სო მკურ­ნა­ლობის­თვის ჯერ ფონ­დი არ არის შექ­მნი­ლი, „თუმ­ცა, ჩვენ­თან მკურ­ნა­ლობა დაბალ ფა­სებში ხდება. პა­რა­ლე­ლუ­რად რე­ფორ­მა მი­დის," - ამბობს მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე.

შპს „აქ­ვა გე­ო"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო „სნო"-ს მწარ­მოებელი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლობელიც გახლავთ. საჯარო რე­ეს­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მების თა­ნახმად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო 20 %-ია­ნი წი­ლის მფლობელია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლების მწარ­მოებელ კომ­პა­ნია შპს „აქ­ვა გეო"-ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლების ბრენდს „სნო"-ს აწარ­მოებს.

საჯარო რე­ეს­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, კომ­პა­ნი­ის და­ნარ­ჩე­ნი 80%-ის მფლობელი ვახტანგ ლი­პარ­ტი­ა­ნი­ა, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი კი და­ვით გი­გა­ი­ა­ა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ კომ­პა­ნია „აქ­ვა გეო"-ს სახელ­მწი­ფოს მი­ერ გა­მოცხადებულ 21 ტენ­დერ­ში აქვს მო­ნა­წი­ლეობა მი­ღებული, აქე­დან კომ­პა­ნი­ამ 10 ტენ­დერ­ში გა­ი­მარჯვა. მო­გებული კონ­ტრაქ­ტების სა­ერ­თო საბაზ­რო ღი­რებულება 203 ათას ლარს შე­ად­გენს (202 929 ლა­რი). ამის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვებ–გვერ­დი  ten­der­monito­r.ge იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა – სა­ქარ­თვე­ლოს“ მი­ერ არის შექ­მნი­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მების თა­ნახმად, შპს „აქ­ვა გე­ოს"  შემსყიდ­ვე­ლების­თვის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის­მი­წო­დება უნ­და უზ­რუნ­ველყო. შემსყიდ­ველ უწყებებს შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ­სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს შსს აკა­დე­მი­ა, შსს საჯარო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი - 112,სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, შსს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი,შსს ქვე­მო ქარ­თლის სამხარეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, შპს სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცია და სხვა და­წე­სებულებები.

და სხვა ქო­ნება...

ზე­მოთ­ჩა­მოთ­ვლი­ლი კომ­პა­ნიების გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­აქ­რო შპს „ემ­.ემ.ბე"-ს 100%-იან წილს ფლობს.  სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დებელი ეკ­ლე­სია ასე­ვე, 100 %-ის მფლობელია შპს „სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს კრწა­ნი­სის ტყე-პარ­კის გან­ვი­თა­რების ფონ­დი"-ს.  გარ­და ამი­სა,  სა­პატ­რი­არ­ქო  ფლობს  70%-ს შპს „მე­გობრობა"-ში, რომ­ლის 30% - სა­ზო­გა­დოება გა­მომ­ცემ­ლობა გვირ­გვი­ნის სა­კუთ­რებაა.

XXX

„ეკ­ლე­სი­ის ქო­ნების კულ­ტუ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო გან­ვი­თა­რება გან­ვლო. საწყის ფა­ზა­ში ქრის­ტი­ა­ნები მხოლოდ შე­მო­წი­რუ­ლობებით არ­სებობდნენ, ერ­თმა­ნეთს ქო­ნებას უყოფ­დნენ და ეხმა­რებოდ­ნენ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნების დაგ­რო­ვების ხანა აქ­ტი­უ­რად, საბჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ და­იწყო. სა­პატ­რი­არ­ქო და ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რები, ახალი ტი­პის "ბიზ­ნეს­მე­ნებთან" ერ­თად ჯარ­თით, სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლებითა და სი­გა­რე­ტებით ვაჭ­რობდნენ. ვი­ნა­ი­დან სა­პატ­რი­არ­ქო თა­ვი­დან­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლებული იყო გა­და­სახადებისა­გან. "საქ­მოს­ნებს" აწყობდათ სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი, მი­სი წილ­ში გაყვა­ნა მფარ­ვე­ლობის სა­ნაც­ვლოდ და ასე შემ­დეგ. სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლი­სას, 2005 წელს ჩემ­მა მე­გობრებმა და მე ამის და­მა­დას­ტურებელი დო­კუ­მენ­ტები მო­ვი­პო­ვეთ. თით­ქმის იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა დღეს, სა­პატ­რი­არ­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნობა და მის ირ­გვლივ არ­სებული ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვები ძი­რი­თა­დად არის შა­ვი ხვრე­ლი სახელ­მწი­ფო­ში, შე­უ­ვა­ლი ყოველ­გვა­რი სა­კა­ნონ­მდებლო რე­გუ­ლა­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლი­სა­გან. თუმ­ცა გვხდება ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რებული ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნობა და წი­ლებიც. კითხვა­ზე უნ­და გა­აჩ­ნდეს თუ არა ეკ­ლე­სი­ას ქო­ნება, ჩე­მი პა­სუხი არის დიახ, უნ­და გა­აჩ­ნდეს, უბრა­ლოდ სა­კითხი დგას რო­გორ და რა ფორ­მით," - მი­იჩ­ნევს თე­ო­ლო­გი, მი­რი­ან გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი.

რას მო­ითხოვს და კრძა­ლავს კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თა­ლი?

კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტის, ვლადიმერ ნარ­სი­ას  გან­მარ­ტებით, კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის ნორ­მები, ძალ­ზედ მოძ­ვე­ლებულია და სრუ­ლი­ად სხვა გა­რე­მო­ში ორი­ენ­ტი­რებისათ­ვის არის შექ­მნი­ლი. „თუმ­ცა, ამ კა­ნო­ნებს ღი­რებულება არ და­უ­კარ­გავთ, რად­გან ისი­ნი ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლებრი­ვი წყაროა რა­საც შე­იძ­ლება მივ­მარ­თოთ სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის ტრა­დი­ცი­ის გა­ცოცხლებისათ­ვის. ეს ტრა­დი­ცია კი ეკ­ლე­სი­ის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას­თან და­კავ­ში­რებით გვკარ­ნახობს, რომ ასე­თი საქ­მი­ა­ნობის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ქველ­მოქ­მე­დება და სო­ცი­ა­ლუ­რი მსახურებაა.  ეკ­ლე­სი­ას კა­ნო­ნით და­ცულ საზ­ღვრებში აქვს უფ­ლება სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობის განხორ­ცი­ე­ლების, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რის მო­პო­ვება უმ­თავ­რე­სად უნ­და ემ­სახურებოდეს საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნებს, რო­გო­რი­ცაა უპო­ვა­რებისა და ქვრივ-ობლების დახმა­რება, აღ­საზ­რდე­ლების გა­ნათ­ლებისათ­ვის ზრუნ­ვა და სხვა მსგავ­სი," - ამბობს ვლადიმერ ნარ­სი­ა.

ნარ­სია გან­მარ­ტავს, რომ კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თა­ლი კი­დევ ერთ აუ­ცი­ლებელ მოთხოვ­ნას აწე­სებს ეკ­ლე­სი­ის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობისა და სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნების დაგ­რო­ვებას­თან და­კავ­შირებით. კერ­ძოდ, სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნება მკაც­რად გა­მიჯნუ­ლი უნ­და იყოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, მათ შო­რის ეპის­კო­პო­სის, კერ­ძო სა­კუთ­რებისა­გან. სა­სუ­ლი­ე­რო პირს არ აქვს უფ­ლება სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობა თვით­ნებურად ეკ­ლე­სი­ის სახელით გა­ნახორ­ცი­ე­ლოს.

„რო­გორც ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებელ ეკ­ლე­სი­ა­ში ამ წე­სების დაც­ვა ძა­ლი­ან უძ­ნელ­დებათ. უკ­ვე ათე­უ­ლი წე­ლია კა­ნო­ნი­კუ­რი და რიგ შემთხვე­ვებში სა­ე­რო სა­მარ­თლის მოთხოვ­ნების უხეში დარ­ღვე­ვით სმე სახიფა­თო ცდებს უტა­რებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დოების მოთ­მი­ნებას. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ამ ხნის მან­ძილ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში გვა­როვ­ნულ-კლა­ნუ­რი და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი საქ­მი­ა­ნობის აყვა­ვება სა­ეკ­ლე­სიო მმარ­თვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უუ­ნა­რობაზე, ან ასეთ საქ­მი­ა­ნობას­თან მათ პი­რად ინ­ტე­რე­სებზე მეტყვე­ლებს," -  მი­იჩ­ნევს კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვლადიმერ ნარ­სია.

 თე­ო­ლო­გი მი­რი­ან გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ სა­მი უმ­თავ­რე­სი აღ­თქმი­დან, რო­მელ­თაც ბერი დებს და მათ აღ­სრუ­ლებას იფი­ცებს, ერ­თერ­თი უპო­ვა­რებაა. თუმ­ცა ხდება სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რამ. „მო­ნას­ტერ­ში მი­სულ ადა­მი­ან­თა­გან ვერ ყალიბდება მსხვი­ლი საძ­მოები, რო­გორც ეს წე­სით უნ­და ხდებოდეს. ბერები ქო­ნებრი­ვი და­ვების, შე­უ­თავ­სებელი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სების გა­მო მო­ნას­ტრებს ან ტო­ვებენ და ჩვე­უ­ლებრივ სამ­რევ­ლოებში საქ­მი­ა­ნობენ, ან თა­ვად აარ­სებენ ახალ მო­ნას­ტრებს, რა­თა ქო­ნების დაგ­რო­ვებაში ხელი არ შე­ე­შა­ლოთ. ამი­ტო­მა­ცაა სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცენ­დენ­ტო - ერ­თკა­ცი­ა­ნი მო­ნას­ტრები. ეპის­კო­პო­სების ქო­ნებაზე, აღა­ფერს ვიტყვი, ეს უკ­ვე დი­დი ხანია ლე­გენ­დებისა და ფან­ტას­ტი­კის სფე­როდ იქ­ცა. ბუნებრი­ვი ბერობის არ­სი არც მათ ეს­მით. ისი­ნი არ წყვე­ტენ ეკო­ნო­მი­კურ დახმა­რებას სა­კუ­თა­რი ოჯახებისა თუ ისი­ნი ეპის­კო­პო­სად გახდო­მა­დე ჰყავ­დათ, ხოლო ძი­რე­უ­ლი ბერები (ვინც არა­სო­დეს ყოფი­ლა დაოჯახებული) იჩე­ნენ „შვი­ლობილებს". ის რომ ბერები და ეპის­კო­პო­სები ასეთ ძვი­რად­ღი­რებული მან­ქა­ნებით გა­და­ად­გილ­დებიან, ასე ჩარ­თულ­ნი არი­ან სიმ­დიდ­რის მოხვე­ჭა­ში - უკ­ვე არის სა­შინ­ლად ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი მდგო­მა­რეობა, არა­თუ ერთჯერა­დი დარ­ღვე­ვა და შე­უ­საბამობა," - ამბობს მი­რი­ან გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი.

თე­ო­ლო­გი, რე­ლი­გი­ათ­მცოდ­ნე ლე­ვან აბაში­ძე აცხადებს, რომ სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის ნორ­მებით განსჯა დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლიების საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ბუნ­დო­ვა­ნი თე­მა­ა. მი­სი თქმით, მრა­ვა­ლი ნორ­მა დღეს არ სრულ­დება, ხოლო მრა­ვა­ლი არც სრულ­დება და ვერც სრულ­დება.  „რად­გან ეს ნორ­მები 2000 წლის გან­მავ­ლობაში იქ­მნებოდა (უმე­ტე­სი მათ­გა­ნი 3-9 სა­უ­კუ­ნეებში), ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია მა­თი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ა. გვხვდება კუ­რი­ო­ზუ­ლი შემთხვე­ვებიც, მა­გა­ლი­თად, რჯულის­კა­ნო­ნის მიხედ­ვით ღვთის­მსახურს ეკ­რძა­ლება სა­როს­კი­პოების შე­ნახვა, ანუ ბორ­დე­ლის ბიზ­ნე­სი. აქე­დან ორი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლება, ერ­თი ის რომ 5 სა­უ­კუ­ნე­ში ამ­გვა­რი მღვდლები იყვნენ, და მე­ო­რე ის რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ ღვთის­მსახურს სხვა მე­წარ­მეობა არ ეკ­რძა­ლებოდა (მა­გა­ლი­თად სას­ტუმ­როს ბიზ­ნე­სი). ამი­ტომ ჩე­მი აზ­რით ჯობს კითხვა არა სა­ეკ­ლე­სი სა­მარ­თლის მიხედ­ვით გან­ვიხილოთ, არა­მედ იმ კუთხით, თუ რის­კე­ნაც არის ეკ­ლე­სია მო­წო­დებული და ეწი­ნა­აღ­მდე­გება თუ არა ესა, თუ ის ქმე­დება ამ მო­წო­დების სუ­ლის­კვე­თებას (სუ­ლის­კვე­თება და არა კა­ნო­ნის სიტყვა). ქო­ნება, თა­ვის­თა­ვად არც კარ­გია და არც ცუ­დი. ცუ­დია თუ ის ან­გა­რებას­თან, მომხვე­ჭე­ლობას­თან, პი­რად გა­მორ­ჩე­ნას­თან და უკა­ნო­ნობას­თან არის და­კავ­ში­რებული; ქო­ნება კარ­გი­ა, თუ ის მოყვა­სის სიყვა­რულს ემ­სახურება, - გა­მოიყენება გა­ჭირ­ვებულის დახმა­რების­თვის, გა­მოიყენება დოვ­ლა­თის გა­სამ­რავ­ლებლად, რო­მე­ლიც ისევ მოყვასს (ხალხს) მო­ემ­სახურება"- აცხადებს თე­ო­ლო­გი, რე­ლი­გი­ათ­მცოდ­ნე, ლე­ვან აბაში­ძე. 

სახელ­მწი­ფო ფი­ნან­სები სა­პატ­რი­არ­ქოს - რის­თვის იხარება ბიუჯეტის თანხები?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლებისა და ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების­გან მი­ღებული და­ფი­ნან­სების გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის თანხებს  ად­გი­ლობრი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებიც იღებენ. კერ­ძოდ, „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­რჭვირ­ვა­ლობა სა­ქარ­თვე­ლოს“ მი­ერ გა­მოქ­ვეყნებული ბლო­გის მიხედ­ვით,  რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოების მი­ერ მი­წო­დებული ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფუძ­ნება, 2002 წლი­დან დღემ­დე ად­გი­ლობრი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სათ­ვის გა­მოყოფი­ლი თანხა 16 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარს შე­ად­გენს.

კონ­კრე­ტუ­ლად იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში არ­სებული რა­მო­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, სხვა­დასხვა წლებში გა­მოყოფი­ლი თანხის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნობა კი - 552 000 ლა­რია.

გა­დამ­რიცხველ­თა შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, რო­მელ­მაც  2011-2012 წლებში, ად­გი­ლობრივ ეპარ­ქი­ას 280 000 ლა­რი გა­მოუყო. წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა  მიმ­დი­ნა­რე წელს– 90 000 ლა­რი გა­ი­ღო; ხოლო სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­პი­ტა­ლი­ტეტ­მა ად­გი­ლობრი­ვი ეპარ­ქია 2009 წელს 182 000 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა.

ყვე­ლა­ზე შთამბეჭ­და­ვი დახმა­რება მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებიდან ფო­თის ან­გა­რიშ­ზე­ა. მან 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რი ჩა­უ­

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა