|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაგავსაყრელი მესხიშვილის თეატრის უკანა ეზოში

პოლიეთილენის და მინის ბოთლები, უსარგებლო ტომრები, ძველი, უფუნქციო ინვენტარი, ამ ყველაფრის ნახვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის უკან მხარესაა შესაძლებელი. აღნიშნული თეატრი უკვე 153 წელს ითვლის. მესხიშვილის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: ,,ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. მის ტრადიციებს დღეს ღირსეულად აგრძელებს მესხიშვილთა ახალი თაობა“. რამდენად შეეფერება ამ ტრადიციას ნაგავსაყრელად ქცეული ეზოს ნაწილი, ეს ძნელი სათქმელია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე