|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში პატიმართა ნამუშევრები გამოიფინა

ქუთაისის ოპერის თეატრში სასჯელაღსრულების # 2 დაწესებულების პატიმართა ნამუშევრები გამოიფინა. წარმოდგენილი იყო არასრულწლოვანი და ზრდასრული პატიმრების ნახატები, ხეზე ნაკვეთი ნივთები და გობელენები.

 "#2  დაწესებულების სოციალური განყოფილების და მერიის ინიციატივით გამოიფინა მსჯავრდებულთა 100-მდე ნამუშევარი. ამ აქციით გვინდა პატიმართა ნაშრომები გავაცნოთ საზოგადოებას",- განაცხადა დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსმა ნინო ხონელიძემ. პარალელურად, გაიმართა  მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით მოწყობილი აქცია „აჩუქე წიგნი პატიმარს", რომლის ფარგლებშიც წიგნებს პატიმრებს გადასცემენ. ნინო ხონელიძის განცხადებით, მოქალაქეებთან ერთად პატიმრებს წიგნები გამომცემლობებმაც გადასცეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი