|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან 2 222 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 113 771 საიდანაც: 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 989, აჭარაში - 658, იმერეთში - 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 980 პირი, მათ შორის, თბილისში - 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი