|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 61 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 61, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 33, იმერეთში - 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 - აჭარაში, 11 - იმერეთში.

899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 ბოლო24 საათში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა