|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ჩარკვიანის საღამო Black Sea Arena-ზე გაიმართება

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო - "ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" - გაიმართება. კონცერტის მსვლელობის დროს, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები გავა. საღამოს წამყვანი  მუსიკოსის მამა გელა ჩარკვიანი იქნება.

კონცერტში მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სტეფანე, ოთო ნემსაძე, გვანცა ჯაფარიძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & New One Band, SOFT EJECT, GREEN ROOM, NEW ONE, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers, EKO & VINDA FOLIO

საღამოს ინიციატორები და ორგანიზატორები Bravo Records-ი და Altervision Group-ი არიან.

ბილეთების ფასი  10 - დან  60 ლარამდე იქნება.

ავტორი: ნიუპრესი