|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა (R)

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს.

 შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ავტორი: ნიუპრესი