|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ირაკლი შოთაძე ბოტასის ქურდი ფარცხალაძის იდეოლოგიის გამგრძელებელია"

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის  ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს პარლამენთან აქცია გამართეს და მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ირაკლი შოთაძის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა და ის წინამორბედების იდეოლოგიის გამგრძელებელია.

"როგორც ჩვევია ხელისუფლებას, აგრძელებს ხალხისათვის თვალებში ნაცრის შეყრას, რისი მაგალითიც არის ქვეყნის მათავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა. ის არის ბოტასის ქურდი ფარცხალაძის იდეოლოგიის გამგრძელებელი და მხარდამჭერი და შეუფერებელია მსგავსი თანამდებობისათვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რამდენი გაუხსნელი საქმეა მათ კისერზე, ასევე რამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი გაჩნდა ამ ქვეყნად, ამიტომ მოვედით დღეს პარლამენტთან და გავაპროტესტეთ. ყველა ცვლილება ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება და ახლაც ასეა",–განაცხადა "ნაციონალური" მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის საორგანიზაციო მდივანმა კოტე რატიანმა.

იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატურა წარუდგინა, მათგან შერჩეულ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად კი დღეს პარლამენტს წარედგინება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა