|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ირაკლი შოთაძე იქნება უკეთესი მთავარი პროკურორი, ვიდრე ამჟამინდელია"

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის შერჩევას კარგი გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს, იქნება ყველაზე უკეთე, ვიდრე სხვა მთავარი პროკურორი. "მე საქართველოს საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატურა წარვუდგინე, როგორც ამას მავალებდა კანონი, აღმოჩნდა, რომ 13 ხმა მიიღოს სწორედ ირაკლი შოთაძემ. მე მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, თუ მას პარლამენტი აირჩევს, იქნება ბევრად უკეთესი მთავარი პროკურორი, ვიდრე თუნდაც ამჟამინდელი და იქნება უფრო აქტიური ყველა იმ მთავარ პროკურორზე, რომელიც აქამდე გვყოლია. მაქვს ღრმა რწმენა, რომ შოთაძეს სჯერა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საქართველო. ამიტომაც იუსტიციის სამინისტრომ, პროკურატურამ და ყველა სამართლებრივმა ორგანომ უნდა ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა",–განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატურა წარუდგინა, მათ შორის იყო ქუთაისელი ვლადიმერ გაბრიჩიძე.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი