|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირეცხება თუ არა ქალაქის ქუჩები? [VIDEO]

ირეცხება თუ არა ქალაქის ქუჩები? - "ნიუპრესმა" ამ კითხვით ქუთაისელებს მიმართა.

გამოკითხულთა უმრავლესობას ქუთაისში ქუჩების მოსარწყავი ავტომანქანა საერთოდ არ დაუნახავს, ნაწილს ასეთი რამ მხოლოდ წარსულში, ან სხვა ქალაქში უნახავს.

ერთმა ნაწილმა კი ქუჩების მოსარწყავი ავტომობილი დღეს, ამ საკითხზე "ნიუპრესზე" გასული მასალის შემდეგ შენიშნა.

ჩვენს კითხვას ააიპი "სპეციალურ სერვისებში" უპასუხეს, ქალაქის ცენტრალური ქუჩები ცხელ ამინდებში ყოველდღიურად, დილის 5 საათზე ირეცხება.

 პროგრამა, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორწყვა-მორეცხვას ითვალისწინებას, მაისიდან და სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს. სამსახური აღნიშნული საქმიანობისათვის 2 სპეციალურ ავტომობილს ფლობს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი