|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ის მაინც ეთქვა - ბოდიში, ძმებო, არ მეგონა, თუ გულს გატკენდითო"-კორკოტაშვილი

"ქართული მარშის" ლიდერი გია კორკოტაშვილი მარშის სხვა წევრებთან ერთად "ტორპედოს სტადიონზე შეიჭრა. კორკოტაშვილის განცხადებით, მათი მისვლით კაშიას უთხრეს, რომ მისი საქციელი არ მოეწონათ. 

"მივმართავ კაშიას, გურამ, ჩემო ძვირფასო, შენი საქციელი შენს გულშემატკივარს არ მოეწონა. ის მაინც ეთქვა - ბოდიში, ძმებო, არ მეგონა, თუ ასე გატკენდით გულსო. მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ ამბის შესახებ", - განაცხადა კორკოტაშვილმა. 

"ქართული მარშის" წევრები ტრიბუნებზე გურამ კაშიას, საქართველოს ნაკრებისა და მათი გულშემატკივრის  მისამართით შეურაცმხყოფელ სიტყვებს იქამდე იძახდნენ, ვიდრე სპეცრაზმმა ტრიბუნები არ დაატოვებინათ. მათ ლგტბ დროშა გადმოკიდეს და დაწვეს.

მარშის წევრები დღეს  ლადოს მესხიშვილის თეატრთან გეგმავდნენ შეკრებას, თუმცა როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, შეკრება ვერ მოხერხდა, რადგან მათი ავტობუსი ზესტაფონში საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა  ჩაატარა. 
"დღეს 4 საათზე უნდა შევკრებილიყავით ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან, მაგრამ ჩვენი ავტობუსი ზესტაფონში გააჩერეს და ჩხრეკა ჩაატარეს. დღევანდელი პერფორმანსით, დავგმეთ ლგბტ თემის მიმართ წამოწყებული პიარ კამპანია", -აღნიშნა ბრეგაძემ. 


შეგახსენებთ, რომ დღეს "ტორპედოს" სტადიონზე  საქართველოსა და ბელარუსის ნაკრების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა