|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიასა და გერმანიაში ქუთაისელების დაჯგუფება დააკავეს [VIDEO]

ქართველების დაჯგუფება დააკავეს იტალიაში. სპეცოპერაციის შედეგად 28 ადამიანი იტალიასა და გერმანიაშია დაკავებული. ამის შესახებ იტყობინება La Stampa.

გამოცემა გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული დაჯგუფებას ტურინის, სავონას, ალესანდრიას, კუნეოსა და პავიას პროვინციებში სულ მცირე 85 სახლი და ოფისი აქვთ გაქურდული.

როგორც გამოცემა La Stampa წერს, დაჯგუფება ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივ კლანს წარმოადგენს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.

 

 

 

.

ავტორი: ნიუპრესი