|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიაში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრით  დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, კომუნიკაციას. ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებით, თუ რაიმე ჩვენი მხრიდან შესაძლებელია გაკეთდეს. დახმარებისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მუშაობას იტალიის მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან “,- განაცხადა ჯანელიძემ.

ძლიერი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია მთელი რიგი ქალაქები და სოფლები. ყველაზე მეტად დაზიანებულია შემდეგი ქალაქები: აკუმოლი, ამატრიჩე, პოსტა და არკატა-დელ-ტრონტო.

იტალიის ქალაქ ამატრიჩეში, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ათობით ადამიანია დაღუპული. 

 ბოლო მონაცემებით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.

ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროები ჩაერთნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.
მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა