|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიაში მოკლული ზვიად ხურციძის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს

იტალიის ქალაქ ლივორნოში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ზვიად ხურციძის ოჯახი, ფინანსური პრობლემების გამო, ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს.  ოჯახის წევრების განცხადებით, მათ უკვე მიმართეს  საგარეო საქმეთა სამინისტროს,  თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს.  მიმეზადაც ის ფაქტი დასახელდა, რომ  გარდაცვლილის ოჯახი  სოციალურად დაუცველების რიგებში არ ირიცხება.

დაზარალებულმა ოჯახმა ასევე დახმარებისათვის მიმართა ქუთაისის მერიას, თუმცა ქალაქის მიერ გადარიცხული თანხის ოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. 

 როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიმ "ნიუპრესს"  განუცხადა,  მერიამ გარდაცვლილის  გადმოსვენების ხარჯებისათვის 2 500 ლარი  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო:  "ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ეს  არის მაქსიმალური თანხა, რაც  შეიძლებოდა, მერიას გამოეყო და დამატებით თანხას  ვერ გამოვყოფთ",- განაცხადა ჯავახიამ. 

როგორც  ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ხურციძე 2016 წლის 7 თებერვალს,  სავარაუდოდ,  ალბანელებმა მოკლეს. 
 ხურციძე უცხოეთში  გამგზავრებამდე ქუთაისში ცხოვრობდა.  რამდენიმე თვის წინ კი იტალიაში ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა. 

გარდაცვლილის ოჯახი საბანკო ანგარიშს აქვეყნებს: GE66LB0711146255881000 - ”ლიბერთი ბანკი”.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა