|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ქართველი ჯგუფი მილანში ბინების  გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიელი დინო გავაძენი იყო. ჯგუფი ოთხი ქართველისგან შედგებოდა. ისინი კრიმინალურ საქმიანობას პიემონტეს, ლომბარდიისა და ვალე დაოსტას პროვინციებში ეწეოდნენ. მილანის პოლიციამ ჯგუფის წევრები სამთვიანი გამოძიების შედეგად დააკავა. ჯგუფის დაკავება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ. 
2017 წელს იტალიაში ბინების გაქურდვაზე 61 ადამიანი დააკავეს, აქედან 18 საქართველოს მოქალაქე. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა