|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იტალიელი ინვესტორი მეორედ ჩამოვიდა ქუთაისში, იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები შედგება"

 ქუთაისის საკრებულოში ამ მოწვევის რიგით 28-ე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით რვა საკითხი დაამტკიცეს.

დღეს საკრებულომ მხარი დაუჭირა ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში პირველ ცვლილებას, რის შედეგად ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით განისაზღვრა.  შედეგად,  ქუთაისის ბიუჯეტი 76 253 000 ლარი გახდა.

საკრებულს სხდომაზე ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ "ტორპედოს" საკითხზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს უცხოელ ინვესტორთან.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, იტალიელი ინვესტორი უკვე მეორედ ჩამოვიდა ქუთაისში, იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები შედგება. ყველანი ვცდილობთ, პროცესები დადებითად გადაწყდეს და მალე",- ამბობს ქუთაისის მერი.

საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა