|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯავა ჭეიშვილის 75 წლის იუბილე ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა (ფოტო)

საქართველოს დამსახურებულ მხატვარის, ჯავა ჭეიშვილის 75 წლის იუბილე ბოტანიკურ ბაღში აღნიშნეს, სადაც  მხატვრის მიერ განვლილი ცხოვრება გაიხსენეს.  

მხატვრის ნიჭის თაყვანისმცემლებმა მას იუბილე მიულოცეს, მეგობრებმა კი  მასთან ერთად გატარებული დღეები გაიხსენეს.

ღონისძიებაში ახალგაზრდული ცენტრის, სამხატვრო და მუსიკალური  სასწავლებლების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ, რომლებმაც საღამო მხატვრულად  გააფორმეს.  "დღევანდელი დღის ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვიგრძენი ხალხის სითბო ჩემდამი, ქუთაისისა და ხელოვნებისადმი,"-განაცხადა იუბილარმა. 

იუბილეს  ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდა.  ქუთაისის მერმა იუბილარს ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო წოდების დამადასტურებელი სიგელი და საჩუქრები გადასცა.
 ჯავა ჭეიშვილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას მინიჭებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

 

 

 

   

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა