|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კაცხის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

კაცხის მონასტრის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება რესტავრაცია – კონსერვაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობა. 

სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრიც შენდება. აქვე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა, გზის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემების მონტაჟი.

ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. 

მინისტრის განცხადებით, სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. 

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესია  ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში მდებარეობს. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. კაცხის სვეტი კი, რომლის სიმაღლე 40 მეტრია,  თავდაპირველად განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა,

ავტორი: ნიუპრესი