|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კატო მიქელაძის პრემიას ბაია პატარაიას, ელისო რუხაძეს და თოზუ გულმამედლის გადაეცათ

კატო მიქელაძის პრემიას წელს სამი გამარჯვებული ჰყავს. სამივე ორგანიზაცია "საფარს" წარმოადგენს — ბაია პატარაია, ელისო რუხაძე და თოზუ გულმამედლი. 

ბაია პატარაია "საფარის" ხელმძღვანელია. მისი საქმიანობა მოიცავს ქალების და გოგოების გაძლიერებას, მათთვის თანასწორი, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას.  ელისო რუხაძე "საფარის" იურისტია, სადაც ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების, გოგონების და ბავშვების უფლებებს 2017 წლიდან იცავს. რაც შეეხება, თოზუ გულმამედლის, ის აქტივიზმის ძირითადი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ეხება.

 წელს პრემიაზე წარდგენილები იყვნენ ასევე  ესმა გუმბერიძე, ლეილა სულეიმანოვა, ლიკა წულეისკირი, მერი არხოშაშვილი, ნინო ბაისონაშვილი, რუსა სახეჩიძე, ქეთევან შუბაშვილი. 

პრემიას ქალთა ფონდი საქართველოში ყოველწლიურად, ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს გადასცემს. პრემიის უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა