|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახი დვალიშვილი: "სულხან მოლაშვილი რეჟიმს შეეწირა"

  • ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე კახი დვალიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს დაუპირისპირდა.  ამის მიზეზი კი სულხან  მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტი გახდა.  "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი,  დეპუტატი კახი დვალიშვილის განცხადებით მოლაშვილი წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი გახდა, რის გამოც "ნაციონალები" ხმას აღარ უნდა იღებდნენ. 

    "რომ მახსენდება მაჟრჟოლებს, ამხელა კაცი განადგურდა. სულხან მოლაშვილი დამპალ რეჟიმს შეეწირა. "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს არ აქვს უფლება, ჭკუა ასწავლოს ვინმეს. სირცხვილი, რომ დღეს აქ ხარ", - ამ სიტყვებით მიმართა დვალიშვილმა საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს ბესიკ ბრეგაძეს, რომელმაც ქუთაისის მერიის მიერ სახელმწიფოსათვის ქონების გადაცემის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

    დვალიშვილის პათოსი არ გაიზიარა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც მას  ტერმინოლოგიის გამო შენიშვნა მისცა. 

    "ვიზიარებ იმ ადამიანის ოჯახის მწუხრებას, მაგრამ თუ ვინმე ნერვებს ვერ იკავებს და პირად შეურაცხყოფაზე გადმოდის,  ამის შესახებ სხვაგან  ვისაუბროთ", - განაცადა  ბრეგაძემ დვალიშვილის პასუხად.

     

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა