|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლეპსის კონცეტი ჯერ „ბლექ სი არენასთან“ გააპროტესტონ"

 "გრიგორი ლეპსი 22 აგვისტოსთავის ბენდთან ერთად „ბლექ სი არენაზე“ ცოცხალ კონცერტს გამართავს. ბილეთები ნახევარ საათში გაიყიდა, თუ გული ერჩით, ჯერ იქ გამართონ აქცია, რატომ ელოდებიან სექტემბერს?"- აცხადებს "კინო საქართველოს"  წარმომადგენელი  "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დღევანდელი ბრიფინგის პასუხად.

ზვიად ნიშნიანიძის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი,  თუ რა სახით მოხდება გახსნის ცერემონიალის გამართვა. 

"ჩვენ არ ვადასტურებთ, რომ "კინო საქართველოს" გახსნაზე ნამდვილად იქნებიან ეს მომღერლები, ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, გახსნის ცერემონიალი გაიმართება თუ არა, ან ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამას გადაწყვეტს "კინო საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება", -განაცხადა ზვიად ნიშნიანიძემ.  

"მივმართავთ "ევროპა ჩვენი სახლიას", რადგან მათ იკისრეს ცენზორის ფუნქცია, მოგვაწოდონ იმ არტისტების სია, რომელთა ჩამოყვანა შეგვიძლია. გასულ წლებში "მეტალიკა" და "რამშტეინი" რასიზმში დაადანაშაულეს და მათთან რომ მოლაპარაკების წარმოება დავიწყოთ, ჩამოყვანის დროს პრობლემები ხომ არ შეგვექმნება?"-აღნიშნავს ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, დღეს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, რითაც "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, ქუთაისში "კინო საქართველოს" გახსნაზე ცნობილი ქართველი და რუსი მომღერლები, მათ შორის თამრიკო გვერდწითელი და გრეგორი ლეპსი იმღერებენ. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ოკუპაციის ფონზე რუსული ჰიმნის შემსრულებელი არტისტების ქუთაისში ჩამოყვანა მიუღებელია. 

 

"რუსული ჰიმნის შემსრულებლები ქუთაისში ვერ იმღერებენ"

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე